ქუთაისის მერია განცხადებას ავრცელებს
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც FirstNews.ge უცვლელად გთავაზობთ:
"ყოფილი ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობის ფუნქცია და მდგომარეობა, ქალაქის ერთ-ერთი გამოწვევა იყო ათწლეულების მანძილზე. ნაგებობის მძიმე მდგომარეობას ადასტურებს, როგორც პროექტირების ფაზაში ჩატარებული ექსპერტიზები (დასკვნები), ასევე სამუშაოების მიმდინარეობისას შესრულებული დამატებითი საექსპერტო კვლევები.
მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებებისა, ჩვენი სურვილი იყო შეგვენარჩუნებინა შენობის ფასადი მაინც. ამ მიზნით განხორციელდა შესაბამისი დროებითი კონსტრუქციების მოწყობა, რომელმაც უზრუნველყო ფასადის დროებითი დამაგრება. თუმცა, პროექტის მიმდინარეობის პარალელურად, არსებითად გაიზარდა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საზედამხედველო ორგანიზაციისა და პროექტის ავტორის პოზიციების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია განხორციელდეს:
არსებული ფასადის 3D სკანირება;
რესტავრატორის მიერ დეკორატიული ელემენტების დანომვრა-მარკირება;
არსებული ფასადის დემონტაჟი და დეკორატიული ელემენტების დასაწყობება;
მარკირებული დეკორატიული ელემენტების გამოყენება მშენებლობაში, წინასწარ შედგენილი სქემატური ნახაზების შესაბამისად;
ახალი შენობისთვის ძველი შენობის პირვანდელი იერ-სახის შენარჩუნება," - ნათქვამია განცხადებაში.
სიახლეები
- " საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა" - მიხეილ სააკაშვილი
- "ფასები ჩვენთან უფრო იაფია, მაგრამ ხელფასი ბევრად ნაკლებია, ამიტომ, საფრანგეთში დღეს მოქალაქე ცხოვრობს 2-ჯერ უფრო უკეთესად" - ირაკლი კობახიძე
- "ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი მაისიდან
