“უარი დიქტატურას”, “არა რუსულ კანონს” - ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე აქცია გაიმართა
“ევროპა ჩვენი არჩევანია”, “უარი დიქტატურას”, “არა რუსულ კანონს” – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მოქალაქეებმა აქცია გამართეს.
მესამე სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი არ დაუჭიროს.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება ძალიან ვირ-ეშმაკურად იქცევა. გადაწყვიტეს, რომ ხუთშაბათს გასატანი კანონპროექტი, რომელიც უნდა განეხილათ პირველი მოსმენით, გადაიდო.
მოასუფთავეს იქ ველი ოპოზიციისგან, არასამთავრობოები და მედია წავიდა სახლში. მთავრობა უცებ ისევ შეიკრიბა და დაიწყეს ამის განხილვა. ეს ზუსტად ის დამოკიდებულებაა, როგორც ისინი საზღვრავენ საქართველოს, გააკეთონ ყველაფერი სწრაფად და ადამიანებს არც შეეკითხონ, არ გაითვალისწინონ არავის აზრი პირდაპირ ასე ნელ-ნელა შეგვათრიონ რუსეთში.
ჩვენ არ გვინდა რუსეთი. ჩვენი გზა არის ევროპისკენ, ჩვენი ცნობიერება არის ევროპული და ჩვენ ვისწრაფვით ევროკავშირისკენ.
იმ 12 პუნქტიდან, რომელიც უნდა შესრულდეს, გააკეთეს ერთი და დღეს აირჩიეს სახალხო დამცველი, რომელიც იქნება სრულიად ნომინალური ფიგურა და ისევ და ისევ შეასრულებს "ქართული ოცნების" დავალებებს.
მოდის 2024 წლის არჩევნები და მთავრობას ურჩევნია, რომ მათი ველი იყოს სუფთა, არავინ გააკონტროლოს მათი საქმიანობა, არანაირი კვლევა არ დაიდოს, არ გაკეთდეს მწვავე საგამოძიებო სიუჟეტები და არავინ არ იცოდეს თუ რას აკეთებენ ისინი.
მათ უნდა დადონ თავიანთი გამჭვირვალობის შესახებ. მაშინ ისინი გახდნენ რუსული გავლენის აგენტები. ხომ იღებენ რუსულ თანხებს, მიიღონ მაშინ ეს კანონები თავიანთ შესახებ. მაგრამ ეს არ აწყობთ.
მათ უნდათ გააჩუმონ და მორჩილი უმცირესობა ჰყავდეთ, იმიტომ, რომ თუკი ეს მოხდა და მიიღეს ეს კანონი, აქ ადამიანები აღარ გაჩერდებიან, რადგან ჩვეულებრივი დიქტატურა დამყარდება, ზუსტად ისე როგორც რუსეთში ხდება. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის რუსული კანონი. რუსული აზრითა და შინაარსით ნაკარნახევი. ჩვენ ეს არ გვინდა,"- აცხადებს FirstNews.ge- თან საუბარში სამოქალაქო აქტივისტი ქეთევან ბერძენიშვილი.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი