ქუთაისში ოლიმპიური საცურაო აუზის მშენებლობა დასრულდა
ქუთაისში ოლიმპიური საცურაო აუზის მშენებლობა დასრულდა.
შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს : ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
თანამედროვე, ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრია. აუზის კომპლექსში მოეწყო 600-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, მცირე საბავშვო აუზი, სავარჯიშო დარბაზები, გასახდელები სპორტსმენებისა და მსაჯებისათვის, სივრცეები კვებისა და სპორტული ინვენტარის მაღაზიებისათვის.
ოლიმპიური აუზის შენობა აღჭურვილია თანამედროვე საინჟინრო ქსელებით, საფილტრაციო და სატუმბი სადგურებით, გათბობის, გაგრილების და სახანძრო სისტემებით. აუზის გარე ტერიტორიაზე მოეწყო პარკინგი და გარე კაფე.
ახალი აუზით სარგებლობას შეძლებენ როგორც მოყვარულები, ისე სპორტსმენები საწყლოსნო სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ოლიმპიური აუზი მოემსახურება ადგილობრივ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებსაც.
აუზის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ამჟამად, სრულდება საცურაო აუზის აღჭურვა და მიმდინარეობს ტესტირების პროცესი.
ქუთაისში ოლიმპიური აუზის მშენებლობა 2021 წლის აპრილში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) 13.6 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო.
სიახლეები
- " საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა" - მიხეილ სააკაშვილი
- "ფასები ჩვენთან უფრო იაფია, მაგრამ ხელფასი ბევრად ნაკლებია, ამიტომ, საფრანგეთში დღეს მოქალაქე ცხოვრობს 2-ჯერ უფრო უკეთესად" - ირაკლი კობახიძე
- "ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი მაისიდან
