აჭარაში ტურისტული სეზონი გაიხსნა
აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ანბანის კოშკის" მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. სანაპიროზე ფრანების შოუ მოეწყობა, ასევე ჩატარდა ველო-მარათონი, ტურისტებისთვის მოწყობილია ღია კაფეები, ბაზრობები, სადაც მეწარმეები მისულ სტუმრებს საკუთარ პროდუქციას სთავაზობენ.
"წელს პირველად ზაფხულის ფესტივალი ორდღიანია და ტრადიციულზე ადრე, 3 ივნისს გაიხსნა. ფესტივალის პირველი დღე გრანდიოზული კონცერტით გაიხსნა. ზაფხულის ტურისტული სეზონი ბათუმში ნუცა ბუზალაძის შესრულებით გაიხსნა. ზაფხულის ფესტივალში მონაწილეობდნენ მუსიკალური ჯგუფები Loudspeakers, Monster Lobsters.
წელს აჭარა 4 მილიონზე მეტ ვიზიტორს ელოდება. ადგილობრივი და საერთაშორისო ვიზიტორების მისაღებად რეგიონი მზადაა.
2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა აჭარაში გაორმაგებულია. შესაბამისად გაზრდილია ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 102%- ით. გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა ბათუმის აეროპორტშიც. არსებული მონაცემებით, ივნისში დაგეგმილი საერთაშორისო მიმართულებებით ფრენების რაოდენობა 360 სიხშირეს შეადგენს, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 42 %-ით გაზრდილია.
ბათუმი, როგორც საერთაშორისო ფესტივალების ქალაქი, წელს სპორტული, კულტურული, ტურისტული ღონისძიების ცენტრი იქნება. ბათუმში დაგეგმილია ისეთი მნიშვნელოვანი და საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებები, როგორიცაა უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების გალა ღონისძიება. ასევე, აღსანიშნავია, რომ ბათუმის სტადიონი მსოფლიო დაჯილდოებაში იღებს მონაწილეობას, სადაც საუკეთესო საჯარო შენობების კატეგორიაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სიახლეები
- ბრიტანეთმა გენპროკურორს და კიდევ სამ მაღალჩინოსანს ფინანსური სანქციები დაუწესა
- ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა, აშშ-სგან $50 მილიარდის სამხედრო პაკეტი იყიდოს
- ,,ევროსაბჭოს რეზოლუცია ითხოვს ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ჩვენ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო ვართ, გვჭირდება პარტნიორები და არა ბატონები"- კახა კალაძე
- ,,შვედეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები გუშინ ამაზრზენ თავდასხმებს აორგანიზებდნენ რუსთაველის გამზირზე, შემდეგ ელჩმა მემორიალი ყვავილებით შეამკო”- შალვა პაპუაშვილი