ქუთაისის მუნიციპალიტეტში სპორტის პოლიტიკის დოკუმენტის შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს
ქუთაისის მუნიციპალიტეტში სპორტის პოლიტიკის დოკუმენტის შექმნაზე მიმდინარეობს მუშაობა.
პროექტი „სპორტის პოლიტიკის განვითარება ქუთაისის მუნიციპალიტეტში“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ხელშეწყობით ხორციელდება.
ქუთაისის უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი, სადაც UNDP-ის მოწვეულმა ექსპერტმა ანატოლი კორეპანოვმა , შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, განიხილა ქუთაისში სპორტის განვითარებისათვის აუცილებელი კონკრეტული აქტივობები, პრიორიტეტები და განხორციელების გზები.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი.
„ქუთაისი დიდი სპორტული ტრადიციების ქალაქია. ამიტომაც, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება,შევიმუშაოთ სპორტის განვითარების დოკუმენტი, რათა სპორტი ქუთაისში იყოს უფრო ხელმისაწვდომი და გვქონდეს უფრო მაღალი სპორტული მიღწევები.
დოკუმენტზე მუშაობა შესაძლებელი გახდა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. მალე მზად გვექნება სტრატეგიის დოკუმენტი და დავიწყებთ საჯარო განხილვებს.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისი პირველი მუნიციპალიტეტია საქართველოში, რომელიც სპორტის სტრატეგიასა და განვითარების კონცეფციაზე მუშაობს. „- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის
- "ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია საერთო მიზნებისთვის, ვაგრძელებთ თანამშრომლობას"
- "მზად ვართ საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენისთვის, იმდენად შორს წავალთ, რამდენადაც მზად არის თბილისი" - მარია ზახაროვა
- "სანქციები თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული"
- "სად უნდა მივიმალო? რა სისულელეა - წულუკიანთან რომ არ მივედი, ამან რა ახალი დანაშაული შეიძლება გამოიწვიოს?"