ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზის 9 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაური საავტომობილო გზის 9 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და ამ ეტაპზე, მიწის ექსკავაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა მიმდინარეობს.
„ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზა ერთმანეთთან აკავშირებს ტყიბულსა და ამბროლაურს. აღნიშნულ გზაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვანია რეგიონის სოციალ-ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის.
პროექტი 9 კილომეტრიანი გზის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქართული კომპანია შპს "New Road" ახორციელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
სიახლეები
- "ზელენსკის და პუტინს ერთმანეთი სძულთ, ეს საკითხს ძალიან ართულებს, მაგრამ, ვფიქრობ, ვუახლოვდებით უკრაინის საკითხის დარეგულირებას" - ტრამპი
- 31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 31 იანვრისთვის
- "ვლადიმერ პუტინი დათანხმდა ტრამპის თხოვნას, რომ უკრაინაზე დარტყმები პირველ თებერვლამდე შეჩერდეს"- დიმიტრი პესკოვი
- "ეუთო-ს გადაწყვეტილება, აამოქმედოს “მოსკოვის მექანიზმი”, მნიშვნელოვანი ეტაპია მათთვის, ვინც იბრძვის, რათა არ დაუშვას საქართველოს რუსული მოდელის სახელმწიფოდ გადაქცევა"
