ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში საპატიო და ღვაწლმოსილი მოქალაქეები დააჯილდოეს
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ქალაქის მერმა, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელიამ საპატიო და ღვაწლმოსილი მოქალაქეები დააჯილდოეს.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მადლობა გადაუხადა მათ ქალაქის წინაშე არსებული დამსახურებების გამო და სიმბოლური სამკერდე ნიშნები გადასცა.
"ქუთაისში ყოველწლიურად ვირჩევთ რამდენიმე ადამიანს, რომლებსაც საპატიო და ღვაწლმოსილი ქუთაისელის წოდებას ვანიჭებთ. დღეს სწორედ ამ ადამიანებს შევხვდით და სიმბოლური სამკერდე ნიშნები გადავეცით.
დიდია თითოეული მათგანის დამსახურება მშობლიური ქალაქისადმი და ქუთაისიც სათანადო პატივს მიაგებს მათ. წელს ეს ჯილდო ჩვენს უცხოელ მეგობრებსაც გადავეცით.
მადლობა მინდა ვუთხრა ქუთაისის საპატიო და ღვაწლმოსილ მოქალაქეებს, რომ ისინი დღესაც ჩვენი ქალაქის სამსახურში არიან!"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
- 13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
- "არ შეიძლება, ჩვენ ვინმეზე ან რამეზე დამოკიდებული ვიყოთ, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია" - მიხეილ ყაველაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 დეკემბრისთვის
