ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეისებს ჩვეულ რეჟიმში იღებს
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეისებს ჩვეულ რეჟიმში იღებს.
მათივე განცხადებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გუნდის ოპერატიული მუშაობის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის უმოკლეს დროში მოგვარება შესაძლებელი გახდა.
აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, რეისების გეგმური მიღება დილით, 04:00 საათიდან დაიწყო, თუმცა შექმნილი სიტუაციის გამომწვევი მიზეზები დეტალურ გამოძიებას საჭიროებს.
“აეროპორტის შესაბამის სამსახურებს 07:00 საათამდე მიეცათ დრო, ჩაეტარებინათ ყველა საჭირო ღონისძიება იმისათვის, რომ ოპერირების გეგმურ რეჟიმს დავბრუნებოდით. უმაღლესი პროფესიონალიზმი გამოიჩინეს ჩვენმა თანამშრომლებმა. რეისების გეგმური მიღება დილით, 04:00 საათიდან დაიწყო, თუმცა შექმნილი სიტუაციის გამომწვევი მიზეზები დეტალურ გამოძიებას საჭიროებს. ექსპერტები განაგრძობენ მუშაობას აეროპორტის ტერიტორიაზე. უხვი ნალექის პროგნოზი მომდევნო დღეებშიც არის მოსალოდნელი, შესაბამისად ჩვენ მუშაობის საგანგებო რეჟიმში ვრჩებით, “ - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
აეროპორტის ოპერირების შეჩერება უხვმა ნალექმა და გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია.
სიახლეები
- " საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა" - მიხეილ სააკაშვილი
- "ფასები ჩვენთან უფრო იაფია, მაგრამ ხელფასი ბევრად ნაკლებია, ამიტომ, საფრანგეთში დღეს მოქალაქე ცხოვრობს 2-ჯერ უფრო უკეთესად" - ირაკლი კობახიძე
- "ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი მაისიდან
