თერჯოლაში კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე გაიხსნა
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ამფითეატრი და სკვერი მოეწყო, რომელსაც თერჯოლის ტრაგიკულად დაღუპული მერის, ლაშა გოგიაშვილის სახელი მიენიჭა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ამფითეატრის სცენა, დეკორატიული პერგოლა, დასასვენებელი სკვერი, საფეხმავლო ბილიკები, გამწვანება, ღამის სანათები, ფანჩატური და ძელსკამები.
ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობებს.
განახლებული სივრცის გახსნას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს პარლამენტის წევრები მამუკა მდინარაძე, ირაკლი კობახიძე, გივი ჭიჭინაძე, პაატა კვიჟინაძე, ბეჟან წაქაძე და ზაზა ლომინაძე ესწრებოდნენ.
პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა და ღირებულება 1 202 000 ლარია.
გარდა ამისა, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში თერჯოლაში ხორციელდება სოფელ ძევრში, მდ. ძევრულას კარსტულ ხეობაში რეკრეაციული ზონის მოწყობა, უკვე დასრულდა საგვარჯილეს მიმდებარე ტერიტორიაზე გაბიონებისა და მდ.ძერულაზე გადასახედების კეთილმოწყობა, მიმდინარეობს საპიკნიკე ფანჩატურების, გამოქვაბულებამდე მისასვლელი ბილიკის მშენებლობა.
ღონისძიებას იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სიახლეები
- " საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა" - მიხეილ სააკაშვილი
- "ფასები ჩვენთან უფრო იაფია, მაგრამ ხელფასი ბევრად ნაკლებია, ამიტომ, საფრანგეთში დღეს მოქალაქე ცხოვრობს 2-ჯერ უფრო უკეთესად" - ირაკლი კობახიძე
- "ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი მაისიდან
