November 22, 2024

"რუსი ვერასდროს გახდება სტუმარი" - ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა

"რუსი ვერასდროს გახდება სტუმარი" - დღეს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, ბათუმისა და თბილისის აქციების სოლიდარობის ნიშნად აქცია გაიმართა.

შეკრებილები, როგორც თბილისა და ბათუმში, რუსული საკრუიზო გემის შემოსვლას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები რუსული ლაინერის ზღვისპირა რეგიონში შემოსვლას გმობდნენ და დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებდნენ.

 

აქციის შესახებ FirstNews.ge-ს უფრო ვრცლად ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი მათე ჩაფიჩაძე ესაუბრა:

 

"დღევანდელი შეკრება მიზნად ისახავს ბათუმსა და თბილისში გამართული აქციის სოლიდარობას. რეალურად, ამ კრუიზის შემოსვლითა და მისი მგზავრების მიერ გაჟღერებული მესიჯებით ჩვენი ეროვნული ღირსებაა შეურაცხყოფილი. ეს ხალხი ამბობს, რომ ჩამოვიდნენ საბჭოთა კავშირში, მათი გადმოსახედიდან აქ არაფერი შეცვლილა, ჩვენი წინაპრების ბრძოლა და ომი, ფაქტობრივად წყალში იყრება. აქ შეკრებილი მოქალაქეები გამოვხატავთ სწორედ ამ ყველაფრის მიმართ პროტესტს. კარგად ვიცით, რომ ჰაერიდანაც შემოდიან და სახმელეთო საზღვრიდანაც, მაგრამ ამ შემთხვევაში კრუიზს გასართობი დანიშნულება აქვს და შემოდიან ისეთი რუსები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საქართველო ისევ საბჭოთა კავშირშია. ეს კი იწვევს ქართველი ხალხის პროტესტს და შესაბამისად, ჩვენც დღეს, აქ ვდგავართ," - განაცხადა ჩვენთან საუბარში მათე ჩაფიჩაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო გემმა ბათუმის პორტი ამჯერადაც აქციის ფონზე დატოვა.

 

ბათუმში პროტესტი მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში ჩამოდგა. მომიტინგეები შეძახილებით რუსი ტურისტების ჩამოსვლას აპროტესტებდნენ და ითხოვდნენ, რომ საკრუიზო გემის დანიშნულების ადგილიდან ბათუმის პორტი ამოშლილიყო.

 

ადგილზე მთელი დროის განმავლობაში, სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები. პორტის ტერიტორია რკინის ბარიკადებით იყო შემოსაზღვრული. აქციის დროს 23 ადამიანი დააკავეს.

 

წაკითხვა 421 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 31 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.