ქუთაისში , ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი
2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. ქუთაისში , ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ბასილაძემ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ქალაქის საზოგადების წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინებით შეამკეს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი.
სასულიერო პირებმა პანაშვიდი გადაუხადეს ომში დაღუპულ გმირებს. მოეწყო აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა.
„განსაკუთრებული მნიშვნელობის დღეა ჩვენთვის 8 აგვისტო. 15 წლის წინ, რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად დავკარგეთ ადამიანები, ტერიტორიები. მშვიდობიანი მოსახლეობა იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური ადგილები. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია ჯერ არ დასრულებულა.
დღეს პატივი მივაგეთ ომში დაღუპული ჩვენი თანაქალაქელების ნათელ ხსოვნას.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქვეყნის გაერთიანება მშვიდობიანი გზით არის საქართველოს განვითარების უალტერნატივო პირობა.
ერთიან, ძლიერ, მშვიდობიან საქართველოში გვეცხოვროს!„ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
2008 წლის აგვისტოს ომში 8 ქუთაისელი ახალგაზრდა დაიღუპა.
სიახლეები
- კორუფცია თუ არშემდგარი “რევოლუციის” მხარდაჭერა - ყოფილ მაღალჩინოსნების ჩხრეკის შემდეგ ჯერ არავინ დაუკავებიათ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ოქტომბრისთვის
- "2009 წელს, ჩვენს წინააღმდეგ აქციებს ივანიშვილი აფინანსებდა" - მიხეილ სააკაშვილი
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა