" დღეს დაიწყება შოვში გარდაცვლილი იმ მოქალაქეების სამოქალაქო პანაშვიდები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან ონის მუნიციპალიტეტში"- სერგი ხიდეშელი
ადგილობრივ ხელისუფლებას ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახებთან და დღეს დაიწყება იმ გარდაცვლილი მოქალაქეების სამოქალაქო პანაშვიდები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან ონის მუნიციპალიტეტში, - ამის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, გარდაცვლილი მოქალაქეების გადმოსვენების და დაკრძალვის ხარჯებს ონის მერია უზრუნველყოფს.
„კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო სტიქიის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახებს, ახლობლებს და ჩვენ ქვეყანას მთლიანად. საძიებო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რაც შეეხება არსებულ მონაცემებს - 21 მოქალაქე არის გარდაცვლილი, აქედან 19 მოქალაქე არის იდენტიფიცირებული და 12 მოქალაქის საძიებო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივ ხელისუფლებას ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახებთან და დღეს დაიწყება იმ გარდაცვლილი მოქალაქეების სამოქალაქო პანაშვიდები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან ონის მუნიციპალიტეტში. სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება როგორც ონში მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, ასევე ონის კულტურის სახლში. გარდაცვლილი მოქალაქეების გადმოსვენების და დაკრძალვის ხარჯებს უზრუნველყოფს ონის მერია“, - განაცხადა მერმა.
ამასთან, ხიდეშელის განცხადებით, სტიქიის ზონაში სამუშაო არეალი გაფართოვდა და მიმდინარეობს ჩარჩენილი ავტომანქანების გამოყვანა.
„ავტომობილების გარკვეული ნაწილი, რომელიც სტიქიის ზონაში იყო ჩარჩენილი გამოყვანილია და ეტაპობრივად ხდება ჩარჩენილი სხვა ავტომანქანების გამოყვანა. არეალი გაფართოვდა, მათ შორის, მდინარე ჭანჭახის ხეობაში მიმდინარეობს სამუშაოები“, - აღნიშნა მერმა.
სიახლეები
- ამინდი მკვეთრად უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება
- ,,დღეს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად ისე აფასებს ევროპაში მიმდინარე პროცესებს, როგორც ჩვენ ამას ვაკეთებდით გასული წლების განმავლობაში"- ირაკლი კობახიძე
- ,,ევროკავშირის პრინციპი აგებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე, შეთანხმებაზე და არა პოზიციების დაპირისპირებაზე "- გია ვოლსკი
- ,,ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განვაახლეთ გამოძიება"- ირაკლი კობახიძე
- თურქმენეთში მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი ფორუმი იმართება
