„მოხარული ვარ, რომ დღეს შევხვდით ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებს" - იოსებ ხახალეიშვილი
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი საქართველოს მოქალაქე სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში გადიან სასწავლო კურსს.
სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, სასწავლო კურსში ,,ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების ინტეგრაცია“ 30 ახალგაზრდაა ჩართული ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებიდან.
სასწავლო კურსის მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, სამოქალაქო საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება და უცხო გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარების განვითარება.
იოსებ ხახალეიშვილი და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი ახალგაზრდებს ქუთაისის როლსა და მნიშვნელობაზე, ქალაქში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ესაუბრნენ.
„მოხარული ვარ, რომ დღეს შევხვდით ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებს, რომლებიც საინტერესო პროექტის ფარგლებში იმყოფებიან ჩვენს ქალაქში.
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან ვისაუბრე მიღწევებსა და გამოწვევებზე, ჩვენს გამოცდილებაზე, იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქუთაისი, როგორც საუნივერსიტეტო ქალაქი სთავაზობს ყველა ახალგაზრდას.
პროექტის მონაწილეები 10 დღეს გაატარებენ ქუთაისში და იმედი მაქვს, ეს დღეები დაუვიწყარი იქნება მათთვის.
მადლობა მინდა ვუთხრა ჟვანიას სკოლის ადმინისტრაციას ამ საინტერესო შეხვედრის ორგანიზებისთვის.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- " საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა" - მიხეილ სააკაშვილი
- "ფასები ჩვენთან უფრო იაფია, მაგრამ ხელფასი ბევრად ნაკლებია, ამიტომ, საფრანგეთში დღეს მოქალაქე ცხოვრობს 2-ჯერ უფრო უკეთესად" - ირაკლი კობახიძე
- "ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი მაისიდან
