" სტიქიის ზონაში 2 მცირეწლოვანის ძებნა გრძელდება - საძიებო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მცირედი შანსი მაინც იქნება"- სერგი ხიდეშელი
საძიებო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, სანამ მცირედი შანსიც კი იქნება, - ამის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის 2 მცირეწლოვანის ძიება გრძელდება.
როგორც ონის მერმა განაცხადა, საძიებო სამუშაოების შეწყვეტის ან ლოკაციების გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებას თავად სამაშველო სამსახური მიიღებს.
„აქტიურ რეჟიმში გრძელდება კვლავ სამუშაოები სტიქიის ზონაში. როგორც მოგეხსენებათ, ლოკაციებია როგორც უშუალო სტიქიის ზონაში, ასევე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 31 მოქალაქეა ნაპოვნი, 29 არის იდენტიფიცირებული. საძიებო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, სანამ მცირედი შანსიც კი იქნება. რაც შეეხება საძიებო სამუშაოების შეწყვეტას, ლოკაციების გაფართოებას და ა.შ. ამაზე სამაშველო სამსახური მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენი ინფორმაციით, ორი მცირეწლოვანის ძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა სერგი ხიდეშელმა.
სიახლეები
- დღეიდან, საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა
- ტრამპი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარებას განიხილავს
- ინდოეთში საკრუიზო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა
- ,,მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს"- ნინო წილოსანი
- იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა
