აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 90 წლის იუბილეს აღნიშნავს
ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 90 წლის იუბილეს აღნიშნავს.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაიმართა სტუმართა ოფიციალური მიღება, სტუდენტთა და თანამშრომელთა ნამუშევრების გამოფენა, მოეწყო საზეიმო მსვლელობა უნივერსიტეტიდან დავით აღმაშენებლის ცენტრალურ მოედნამდე. ამის შემდეგ ღონისძიებების დასკვნით ნაწილს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის, ქართული და უცხოური პარტნიორი უნივერსიტეტების, ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
როგორც განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი მრავალპროფილურია და გამორჩეულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიაში.
აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი არის გამორჩეული საგანმანათლებლო კერა როგორც დასავლეთ საქართველოში, ასევე მთელ ქვეყანაში. მას აქვს უაღრესად დიდი როლი და წვლილი იმ საგანმანათლებლო განათლების ისტორიაში, რომელიც საქართველოში შეიქმნა. იმ ღირებულებებში, ფასეულობებში, რომელიც ქუთაისში, დასავლეთ საქართველოში და მთელ ქვეყანაში იქმნება, განსაკუთრებული როლი აქვს ამ უნივერსიტეტს. ეს არის მეოთხე უნივერსიტეტი, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ღრმა ტრადიციებზე, ისტორიაზე, რომელიც საქართველოში განათლების კუთხით გვაქვს. დღეს აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი არის მრავალპროფილური უნივერსიტეტი, რომელიც გამორჩეულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიაში. ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, რომ ტრადიციები, ისტორია, რომელიც ამ უნივერსიტეტმა შემოინახა, უფრო გავაძლიეროთ, რათა უნივერსიტეტი უფრო დიდი კვლევითი ინსტიტუცია გახდეს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 44 საბაკალავრო, 34 სამაგისტრო, შვიდი სადოქტორო და სხვადასხვა საფეხურის 15 საგანმანათლებლო პროგრამაზე 9 000-მდე სტუდენტი სწავლობს, მათ შორის, 800-მდე უცხოელია. უნივერსიტეტს საერთაშორისო მემორანდუმები აქვს გაფორმებული ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და აზიის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებთან. აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში აკრედიტებულ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ირანის, თურქეთის, ისრაელის, საბერძნეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და ლატვიის საელჩოებთან. მჭიდრო ურთიერთობები აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი