ჭიათურა-ზესტაფონის დამაკავშირებელი გზის 21.7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 21.7 კმ-იანი მონაკვეთის (კმ84-კმ107) სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს. ამასთან, გრძელდება 16 სხვადასხვა მონაკვეთზე დამეწყრილი უბნების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
რეაბილიტირებული მონაკვეთი ჭიათურის მუნიციპალიტეტში იწყება და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სრულდება. გარდა იმისა, რომ განახლებული გზა ერთმანეთთან აკავშირებს ჭიათურასა და ზესტაფონს, ეს გზა არის 3 მუნიციპალიტეტისა და გზის მიმდებარე სოფლების რეგიონულ ცენტრთან დამაკავშირებელი მიმართულებაც.
ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზე გზის საფარი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული. მრავლად იყო მეწყრული ადგილები, რაც ართულებდა ავტოტრანსპორტის გადაადგილებას.
პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა გზის სავალი ნაწილი, მოეწყო ახალი წყალარინების სისტემა, გზის საყრდენი კედლები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, მოეწყო ახალი საგზაო ნიშნები, თვალამრიდები და დასრულდა გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა.
პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 19,7 მილიონი ლარი შეადგინა. დამეწყრილი უბნების სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 30.3 მილიონი ლარია.
სიახლეები
- " საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა" - მიხეილ სააკაშვილი
- "ფასები ჩვენთან უფრო იაფია, მაგრამ ხელფასი ბევრად ნაკლებია, ამიტომ, საფრანგეთში დღეს მოქალაქე ცხოვრობს 2-ჯერ უფრო უკეთესად" - ირაკლი კობახიძე
- "ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი მაისიდან
