იმერეთში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და საქართველო მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი მაქარაშვილი, ზესტაფონის სოფელ მეორე სვირში და ბაღდათის სოფელ პირველ ობჩაში ჩავიდნენ, სეტყვისგან დაზარალებულ ოჯახებს შეხვდნენ და ადგილზე გაეცნენ არსებულ მდგომარეობას.
ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„იმერეთის ხუთი მუნიციპალიტეტი დაზიანდა გუშინდელი სტიქიის შედეგად, ყველაზე მეტად კი ზესტაფონის და ბაღდათის მოსახლეობა. ამ დროის მონაცემებით იმერეთში 26 სახლია დაზიანებული, ასევე 7 სოფელს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, აქედან 2 სოფელში აღდგენილია და დღის ბოლომდე 5 სოფელშიც აღდგება მიწოდება.
ასევე, მუშაობს კომისია, ზუსტდება ზარალის ოდენობა და გარკვეული დროის შემდეგ გვექნება დეტალური ინფორმაცია“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
ამასთან, ინფორმაციის თანახმად, იმერეთის ხუთ მუნიციპალიტეტში: საჩხერეში, ზესტაფონში, სამტრედიაში, ბაღდათსა და თერჯოლაში, სადაც სტიქიამ მოსახლეობა დააზარალა შექმნილია ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია და დილიდან მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ასევე, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს სეტყვამ დაუზიანა სახნავ-სათესი, ვაზი და ხეხილი. პრობლემები მუნიციპალიტეტებში, 9 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა შექმნა.
სიახლეები
- "მადურომ ვერ შეასწრო ბუნკერში და ვერ შეასწრებს ივანიშვილიც" - მიხეილ სააკაშვილი
- "უდანაშაულო ვარ, წესიერი ადამიანი ვარ და კვლავ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი" - ნიკოლას მადურო
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 იანვრისთვის
- "რა კონფიგურაციიის მთავრობაც არ უნდა შედგეს ვენესუელაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება"
- " ის, რომ მადურო სასტიკი, არალეგიტიმური დიქტატორია, არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ვენესუელაში დონალდ ტრამპის ქმედება იყო როგორც უკანონო, ასევე არაგონივრული"
