ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში პირველი ტექნოლოგიური ჰაბი განთავსდება
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში პირველი ტექნოლოგიური ჰაბი განთავსდება.
ტექნოლოგიური ჰაბის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი იქნება ინოვაციების, შესაძლებლობებისა და კრეატივის სივრცე და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ციფრულ და ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ავთანდილ კასრაძემ.
ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ტექნოლოგიური ჰაბი სხვადასხვა კომპონენტს გააერთიანებს. ტერიტორიაზე მოეწყობა ინტერაქციული - სამეცნიერო-ტექნოლოგიური მუზეუმი, სტარტაპ აქსელერატორი, საერთაშორისო IT სკოლა, საკონფერენციო სივრცე, საერთო სამუშაო სივრცე, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მძლავრი მონაცემთა ცენტრი, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, IoT, STEAM, სამრეწველო ინოვაციების (fablab) და სხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები.
ჰაბში ასევე განთავსდება VR/AR Gaming ლაბორატორია, შეხვედრების და სატრენინგო ოთახები სტარტაპებისა და IT სპეციალისტებისთვის. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პარკი სწორედ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდება, რომელიც 2025 წლის შემოდგომაზე გაიხსნება.
ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი უმოკლეს დროში ქუთაისის, იმერეთის და მთლიანად საქართველოს მოსახლეობის მთავარი მიზიდულობის ცენტრი გახდება.
სიახლეები
- "ყველაფრის დაშვება შეგვეძლო, მაგრამ ეს იყო წარმოუდგენელი" - მასწავლებლის ბურუსით მოცული გარდაცვალება
- რატომ ატარებენ სტიუარდესები ყელსახვევს?
- CDC-მა მსოფლიოში ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული დაასახელა
- ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, გეოლოგიური სამუშაოები გრძელდება
- "მაქვს თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია" - ირაკლი კობახიძე
