ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით 39-ე სხდომა გაიმართა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით 39-ე სხდომაზე დეპუტატებმა წარმოდგენილი საკითხები დაამტკიცეს.


სხდომას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.


საკითხის თანახმად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის I ცვლილების პროექტის მიზანია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის I ცვლილების ფინანსური ნუსხის დამტკიცება. პროექტის ძირითადი არსია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების და გადასახდელების ნუსხის დამტკიცება. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის N1955 განკარგულებით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტეს გამოეყო 13986,2 ათასი ლარი, რომელიც გადანაწილდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე. ამასთან, 2024 წლის ბოლოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე დარჩენილი ნაშთიდან სხვადასხვა პროგრამაზე განაწილდა 5513,3 ათასი ლარი, აქედან მთავრობის განკარგულებებით გამოყოფილი თანხების ნაშთი შეადგენს 2018,3 ათას ლარს, ხოლო ადგილობრივი სახსრების ნაშთი 3497,0 ათას ლარს. საერთო ჯამში ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები გაიზარდა 20148,1 ათასი ლარით.


 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ცვლილებები ხორციელდება საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხაში, კერძოდ, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად განისაზღვრა საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.


საკითხის თანახმად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 31 ივლისის N112 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-2 მუხლში, რომელიც ეხება ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის მოსაკრებლის განაკვეთის 10 (ათი) ლარით განსაზღვრას, დამატებით ზუსტდება მოსაკრებლის ოდენობა რომელი ახალასაშენებული ობიექტის ნებართვის გაცემას შეეხება.


საკითხის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2024 წლის 24 ოქტომბრის N2/5/1545 გადაწყვეტილების საფუძველზე, განისაზღვრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის პარკინგისათვის განკუთვნილი საცნობარო ნიშნის აღების წესი.


საკითხის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიას“ (საიდენტიფიკაციო კოდის №412750713) პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, არსებობის ვადით, სარგებლობაში გადაეცემა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, კერძოდ, 2 (ორი) ერთეული ელექტრო ავტობუსი.


საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ,,საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №205296650) პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობაში გადაეცემა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ქუთაისში, სადგურის მოედანი №3ა-ში (ყოფილი №3) მდებარე შენობა-ნაგებობის მესამე სართულზე საკრებულოს რიგით N 39 სხდომა პროექტი 6 არსებული არასაცხოვრებელი ფართის ნაწილი (ფართობით 213.24 კვ.მ., საკადასტრო კოდი №03.03.27.006.01.502).


შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,იბერიის ვარსკვლავს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №212887713) პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, ) 30 (ოცდაათი) წლის ვადით, სარგებლობაში გადაეცემა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, კერძოდ, ქალაქ ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირი, ავტოსადგურის ჩრდილოეთით (ნაკვეთი №8) მდებარე უძრავი ქონების ნაწილი (საკადასტრო კოდი №03.04.26.046, ფართობით: 578 კვ.მ.).


მოქალაქეებს: ოლეგი ინანეიშვილსა და კობა ლეშკაშელს, 5 (ხუთი) წლის ვადით პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, სარგებლობაში გადაეცემა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კიბის უჯრედის მოსაწყობად.


საკითხის თანახმად, ყოველი წლის იანვარში მტკიცდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წლიური სამუშაო გეგმა, რომლითაც წლის მანძილზე ხელმძღვანელობს საკრებულო თავისი საქმიანობის ფარგლებში.


ჯანსაღი ცხოვრების წახალისების, ახალგაზრდების სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვისა და ფრენბურთის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ იქმნება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ ფრენბურთის კლუბი ქუთაისის აიეტი“.


ჯანსაღი ცხოვრების წახალისების, ახალგაზრდების სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვისა და ჰოკეის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ იქმნება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქუთაისის ქალთა ჰოკეის კლუბი უქიმერიონი“.

წაკითხვა 42 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.