ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, გეოლოგიური სამუშაოები გრძელდება
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, გეოლოგიური სამუშაოები გრძელდება. სტიქიის ზონაში მეწყერი ისევ აქტიურია.
უსაფრთხოების მიზნით, მოძრაობა აკრძალულია ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, რომელიც სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა.
გოგოლაშვილების და ბეროძეების უბანში 12 მარტს, გამთენიისას განვითარებული მეწყრული მოვლენების შედეგად, 10-ზე მეტი სახლი დაინგრა, 45 ოჯახი კი სასტუმროებში, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. მეწყერმა დააზიანა სოფლის სასაფლაო.
სიახლეები
- "ფაქტი, რაც ვნახეთ, ძალიან ცუდია და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაშინვე მოჰყვა რეაგირება" - კახა კალაძე „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე
- "ჩვენი მოთხოვნაა, გამოაშკარავდეს ყველა დამნაშავე და დაისაჯოს" - ირაკლი კუპრაძე „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე
- 13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა
- "ნატო-ს ქვეყნებმა ახლა გაიგეს, რომ შეუსრულებელია რუსეთის სტრატეგიული დამარცხების ამოცანა" - ვლადიმერ პუტინი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 ივნისიდან
