ვინ და როგორ უნდა შეაჩეროს ფასების ზრდა საკვებ პროდუქტზე?
კორონავირუსის გამო, საქართველოს ეკონომიკა თანდათან ჩიხში ექცევა - ეროვნული ვალუტა გაუფასურდა, ფასები საკვებ პროდუქტებზე საგრძნობლად გაიზარდა.
მოსახლეობა კი ამის გამო სულ უფრო ხშირად გამოთქვამს უკმაყოფილებას.
აღნიშნული ფაქტი FirstNews.ge-მ გადაამოწმა და ქუთაისის ცენტრალურ ქუჩებზე (თამარ მეფისა და წერეთლის ქუჩაზე), არსებული სურსაათის მაღაზიები დაათვალიერა. აღმოჩნდა, რომ საკვები პროდუქტის ფასი არსებულ ფასთან შედარებით საგრძნობლად მომატებულია.
როგორც ჩვენთან საუბარში ქუთაისის ერთ-ერთი მკვიდრი აცხადებს, ფასები თითქმის გაორმაგებულია.
"მაღაზიებში საკვები პროდუქტის ფასი გაზრდილია. რამდენიმე მეზობელი ე. წ. ნიკიას ბაზორობაზეც ვიყავით, ვიფიქრეთ, რომ შედარებით იაფად ვიყიდდით პროდუქტს, მაგრამ ამაოდ. ყველაფერი იმაზე ძვირი დაგვხვდა ვიდრე ველოდით: კარტოფილი 2 ლარი, სტაფილო - 2 ლ, ჭარხალი -2ლ , ვაშლი 3 -დან 4 ლარამდე. გაორმაგებულია ფასები და იქნებ გააკონტროლოს ხელისუფლებამ."
ვინ და როგორ უნდა შეაჩეროს ფასების ზრდა საკვებ პროდუქტზე? ფაქტია, რომ ვერც ხალხის პროტესტი და ვერც ხელისუფლების მოწოდება ფასების კლებაზე გავლენას ვერ ახდენს.
.
სიახლეები
- კორუფცია თუ არშემდგარი “რევოლუციის” მხარდაჭერა - ყოფილ მაღალჩინოსნების ჩხრეკის შემდეგ ჯერ არავინ დაუკავებიათ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ოქტომბრისთვის
- "2009 წელს, ჩვენს წინააღმდეგ აქციებს ივანიშვილი აფინანსებდა" - მიხეილ სააკაშვილი
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა