თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთში 6 კმ ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა მიმდინარეობს
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთში 6 კმ ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ, მოადგილეებმა - მანუჩარ ფანჩულიძემ და მერაბ სირაძემ და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა არჩილ ქოჩიაშვილმა დაათვალიერეს და მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებს პროექტის დეტალებზე ესაუბრნენ.
პროექტი, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით შესრულდება, გარდამავალია და საერთო ჯამში სოფელ ქვედა სიმონეთში 6 კმ.-ზე მეტი გზა რეაბილიტირდება.
სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 1,364,395 ლარია, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მიმდემი“ ახორციელებს.
"ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა არ შეჩერებულა. ტენდერები დასრულებულია, მიმდინარეობს ხელშეკრულებების გაფორმება გამარჯვებულ კომპანიებთან. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში 9 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 4 მლნ 304 ათასი ლარია გამოყოფილი“, - განაცხადა ბონდო სოფრომაძემ.
სიახლეები
- " საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა" - მიხეილ სააკაშვილი
- "ფასები ჩვენთან უფრო იაფია, მაგრამ ხელფასი ბევრად ნაკლებია, ამიტომ, საფრანგეთში დღეს მოქალაქე ცხოვრობს 2-ჯერ უფრო უკეთესად" - ირაკლი კობახიძე
- "ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი მაისიდან
