"მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მორაგბეებს, რომლებმაც დიდძალი პროდუქტი და ჰიგიენური საშუალებები გადმოგვცეს"
ქუთაისელმა მორაგბეებმა, საქველმოქმედო მიზნით, დიდი რაოდენობით სურსათი და ჰიგიენური საშუალებები საჩუქრად გადასცეს ქუთაისის თვითმმართველობას.
მორაგბეებმა სხვადასხვა დასახელების სურსათი, სულ 350 ყუთი, სპორტის სასახლეში მიიტანეს, სადაც პროდუქცია დაფასოვდა და საჭირობისამებრ გადანაწილდება ოჯახებზე. სასურსათო ამანათების დაფასოებაში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და მერის მოადგილეებმა.
„სასიამოვნოა, როცა ვხედავთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის და სოლიდარობის ასეთ მასობრივ ფაქტებს. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს მორაგბეებს, რომლებმაც დიდძალი პროდუქტი და ჰიგიენური საშუალებები გადმოგვცეს,“ - აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.
სიახლეები
- 17 თებერვლის ახალმთვარეობა მერწყულში - დროა, ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ
- რატომ არ ერთვება აქტიურად ოპოზიცია პროტესტში - გაზაფხულის მოლოდინი
- "რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანთან ურთიერთობების განვითარებას აპირებს" - დიმიტრი პესკოვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 თებერვლისთვის
- უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
