ლენტეხში გადაადგილება შეიზღუდა და შესასვლელ პუნქტებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის ძალები გააკონტროლებს
ლენტეხის რაიონში დღეიდან მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება გადაადგილების საშუალება და ისიც მხოლოდ აუცილებელი საჭიროებისთვის.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ლენტეხის რაიონის შესასვლელ პუნქტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის ძალები გააკონტროლებს.
მისივე თქმით, ადგილზე მხოლოდ ადგილობრივი მედიასაშუალებები დაიშვებიან.
„დღეიდან, საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების გარდა, ლენტეხში აკრძალული იქნება შესვლა და გამოსვლა. მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ გადაადგილდეს იმ აუცილებელი საჭირობებისთვის, როგორიც არის საკვების, წამლების შეძენა ან სამედიცინო მომსახურების მიღება.
ისევე როგორც მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში, სპეციალური პროტოკოლის გათვალისწინებით და სპეციალური რეჟიმის დაცვით ამ რაიონის მოსახლეობას ექნება საშუალება აწარმოონ საგაზაფხულო სამუშაოები.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ ლენტეხის რაიონში იმოქმედებს ადგილობრივი მედიასაშუალებები, ხოლო სხვა მედიასაშუალებებს ისევე როგორც ბოლნისსა და მარნეულში საშუალება ექნებათ გამოიყენონ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მოწოდებული მასალა.
ბოლნისის და მარნეულის მსგავსად, ლენტეხის რაიონის შესასვლელ პუნქტებს გააკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის ძალები“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, დაწყებულია აქტიურო თერმოსკრინინგიც.
„ასევე უკვე დაწყებულია ადგილზე აქტიური თერმოსკრინინგი, რომელშიც მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სამედიცინო პერსონალი. მოხდება თითოეული მოქალაქის შემოწმება და შესაბამისად გამოვლენა, ვინაიდან იცით, რომ ამ ღონისძიებებმა ძალიან დადებითი ეფექტი გამოიღეს ბონისის და მარნეულის შემთხვევაში,“-განაცხადა ჩიქოვანმა.
სიახლეები
- კორუფცია თუ არშემდგარი “რევოლუციის” მხარდაჭერა - ყოფილ მაღალჩინოსნების ჩხრეკის შემდეგ ჯერ არავინ დაუკავებიათ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ოქტომბრისთვის
- "2009 წელს, ჩვენს წინააღმდეგ აქციებს ივანიშვილი აფინანსებდა" - მიხეილ სააკაშვილი
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა