ქუთაისში 2 ცხელების ცენტრი მოქმედებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში უწევენ კონსულტაციას მოქალაქეებს
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილეები ნინო თვალთვაძე და იუზა უგულავა,საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მამუკა რიჟამაძე ქალაქში მოქმედ „ცხელების ცენტრებში“ იმყოფებოდნენ და იქ მომუშავე ოჯახის ექიმების და სხვა მედპერსონალის საქმიანობას გაეცნენ.
„ცხელების ცენტრები“ ქვეყანაში 3 აპრილიდან ამოქმედდა და კორონივურსთან ბრძოლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად იქცა. ქუთაისში ე.წ. „ქოლცენტრები“ მოქმედებს მე-4 შერეულ პოლიკლინიკასა და ქუთაისის ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრში, ხოლო ო.ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკურ ცენტრში ხდება იმ პაციენტთა სტაციონარული მომსახურება, რომლებმაც 112-ზე დარეკეს და შესაბამისი დახმარება ითხოვეს.
თითოეულ მოქალაქეს, რომელიც იგრძნობს კორონავირუსის რომელიმე სიმპტომის არსებობას– სიცხის მატება, სუნთქვის გართულება, ყელის ტკივილი-შეუძლია დარეკოს 112-ზე, რომელიც მას მაშინვე დააკავშირებს მის ოჯახის ექიმთან ან სოფლის ექიმთან. შემდგომ უკვე „ჩეკ ლისტის“ შესაბამისად ტარდება კონსულტაცია. თუ საჭიროა მოქალაქის გადაყვანა სტაციონარზე, მაშინ ის გადაჰყავთ რეგიონულ ცხელების ცენტრებში, სადაც 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება, შემდეგ მას უტარდება ტესტირება და გადაწყდება სტაციონარში გადაიყვანენ თუ სახლში გაუშვებენ, შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით. 3 აპრილიდან დღემდე ქუთაისი „ცხელების ცენტრებს“ 400-მდე მოქალაქემ მიმართა და მათ შესაბამისი კვალიფიციური დახმარება აღმოუჩინეს. „ცხელების ცენტრებში“ ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირების ვიზიტი ერთგვარი თანადგომის ჟესტიც იყო იქ მომუშავე მედპერსონალის მიმართ.
სიახლეები
- "სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს" - ირაკლი კობახიძე
- სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 30 ათასი ლარის არასაპატიმრო გირაო შეუფარდა
- "ჩვენი მთავარი მიზანია სამართლიანი მშვიდობა და ომის დასრულება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დიპლომატიის გზაზე გამარჯვება მოვიპოვოთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 დეკემბრისთვის
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
