სააღდგომო პერიოდში ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები დაიკეტება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, სააღდგომო პერიოდში ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები დაიკეტება.
აღნიშნულის შესახებ ზვიად შალამბერიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა. როგორც შალამბერიძე განმარტავს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, კონკრეტულად რომელ დღეებში ჩაიკეტება სასაფლაოებისკენ მიმავალი გზა, თუმცა, მისივე თქმით, ეს შეზღუდვა 3 დღეს გაგრძელდება.
„დიდი ქალაქების - ქუთაისის და ზესტაფონის - სასაფლაოები სააღდგომო პერიოდში დაკეტილი იქნება. სასაფლაოები სავარაუდოდ, 3 დღის განმავლობაში იქნება დაკეტილი. ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს, ეს იქნება - კვირას, ორშაბათს, სამშაბათს თუ შაბათს, კვირას და ორშაბათს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ სააღდგომოდ ხალხის მობილიზება არ მოხდეს. მოგეხსენებათ, სასაფლაოებზე ბევრი ხალხი გადის და ვირუსის გავრცელების დიდი რისკია“, - განაცხადა შალამბერიძემ.
მისივე თქმით, დღეიდან სამ სხვა დიდ ქალაქთან ერთად, ქუთაისიც ჩაიკეტება.
„ქუთაისში შესასვლელ-გასასვლელებს მთლიანად ვკეტავთ. აქამდე ბლოკ-პოსტები იყო და მხოლოდ შემოწმებით შემოვიფარგლებოდით, ახლა კი მთლიანად დაიხურება და ფიზიკური პირებიდან მხოლოდ ის ადამიანები შევლენ, ვინც ქუთაისშია ჩაწერილი და რეგისტრირებული.შესვლას შეძლებენ გადაუდებელ შემთხვევებშიც და ასევე, ის ადამიანებიც, რომელთა მუშაობაც საგანგებო რეჟიმში სასიცოცხლოდ აუცილებელია. ქალაქის დახურვის შეზღუდვები დღეიდან 10 დღეს გაგრძელდება. ქალაქის შიგნით გადაადგილება არ შეიზღუდება“, - განაცხადა შალამბერიძემ.
მისივე განმარტებით, იმერეთის მხარეში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვს კიდევ ერთი ადამიანი შეემატა.
„წუხანდელმა ღამემ ნორმალურად ჩაიარა, ერთადერთი შემთხვევა დაგვემატა, ისიც საკარანტინე ზონიდან, მისი ისტორია საზღვარგარეთ მოგზაურობასთანაა დაკავშირებული“, - აცხადებს შალამბერიძე.
სიახლეები
- 15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
- "თუ რაიმე ფორმით თავს დაგვესხმებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სრული ძალა ისეთი დონით დაგეცემათ, როგორიც მანამდე არავის უნახავს" - ტრამპი ირანს
- "ისრაელის ავიადარტყმების ფონზე ირანის ლიდერები „ჩანთებს ალაგებენ“ - ბენიამინ ნეთანიაჰუ
- „თუ მოხდა აფეთქება ან გაჟონვა ჩვენ სისტემა მზად არ გვაქვს" - ნინო ჩხობაძე
- "მოსკოვი იმედოვნებს, რომ ბაქო და ერევანი ნატო-სთან თანამშრომლობის რისკფაქტორებს გააცნობიერებენ"- მარია ზახაროვა