November 23, 2024

"სოფელ ღვანკითს ვერავინ დატოვებს, რისკი საკმაოდ მაღალია, ვირუსი შეიძლება, ნებისმიერმა ადამიანმა გაიტანოს"

რა ვადით ჩაიკეტოს სოფელი ღვანკითი, ამაზე დღეს საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს”, - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ურნალისტებთან საუბარში.

მისი თქმით, სოფელ ღვანკითში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა, რის გამოც სოფელი ჩაიკეტა. როგორც შალამბერიძემ აღნიშნა, სოფელში 2400 ადამიანი ცხოვრობს და ყველას გამოიკვლევენ.

 

“სოფელ ღვანკითში სასურსათო მაღაზიები არსებობდა, თუმცა რამდენიმე ხნის წინ დაიკეტა, ჩვენ დილიდანვე გვქონდა მოლაპარაკებები ამ მაღაზიების მეპატრონეებთან, რომლებიც დაგვთანხდნენ, რომ გახსნიან მაღაზიებს, შესაბამისად, შევიტანთ პროდუქტს და ამ მხრივ, სოფლის მოსახლეობას პრობლემა არ ექნება. რაც შეეხება მედიკამენტებს, ასევე სხვადასხვა საჭიროების საგნებს, ამაზე დახმარება მოგვიწევს ჩვენი რესურსით და ვისაც ექნება საჭიროება, მოვახდენთ რეაგირებას. სოფლის დაკეტვის გადაწყვეტილება მივიღეთ გუშინ გვიან ღამით იმიტომ, რომ გუშინ დაფიქსირდა კორონავირუსის კიდევ რამდენიმე შემთხვევა ამ სოფლიდან და ეს რიცხვი გაიზარდა ათამდე“, - განაცხადა შალამბერიძემ.

 

მისვე თქმით, იქედან გამომდინარე, რომ არ მოხდეს ვირუსის მეტად გავრცელება, გადაწყვიტეს, რომ ღვანკითი დაეკეტათ და 5 შესასვლელ-გასასვლელში დილის 06:00 საათიდან უკვე ბლოკ-საგუშაგოებია გახსნილი.

 

„გუშინვე, როგორც კი ინფიცირებულების შესახებ ინფორმაცია გახდა ცნობილი, სოფელში 150-მდე ადამიანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, გამოვლინდა სამი ადამიანი, რომელსაც გარკვეული სიმპტომები აღენიშნება და დღეს დილით აუღეს ანალიზები, პასუხი საღამოსკენ იქნება ცნობილი. თერმოსკრინგი გაგრძელდება დღეს, ხვალ და ზეგ, 2400 ადამიანი ცხოვრობს ამ სოფელში და ყველა იქნება გამოკვლეული. სოფლის რწმუნებული, სპეციალისტები უკვე დადიან მოსახლეობასთან, ასევე ოთხი ჯგუფი იმუშავებს ეპიდემიოლოგების სხვადასხვა ადგილას და ფაქტიურად ყველა ადამიანთან გვექნება კომუნიკაცია. ის პერიოდი, რასაც გადავწყვიტავთ საბოლოოდ, რომ სოფელი იყოს ჩაკეტილი, სოფელს ვერავინ დატოვებს, რადგან რისკი არის საკმაოდ მაღალი, რომ ვირუსი შეიძლება, ნებისმიერმა ადამიანმა გაიტანოს. ეს არის სხვა შემთხვევა, არ არის დაკავშირებული იმ პირველ წყაროსთან, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, ის პირველი ე.წ. კლასტერი მთლიანად შესწავლილი გვქონდა და ახლა ვინაიდან ახალი კერა გაგვიჩნდა, გადაწყდა, რომ სოფელი ჩაიკეტოს, რა ვადით, ამაზე დღეს საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს”, - განაცხადა შალამბერიძემ.

წაკითხვა 507 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.