ქუთაისში, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის გათვალსწინებით, რამდენიმე კომპანიამ მუშაობა განაახლა
ქუთაისში, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის გათვალსწინებით, რამდენიმე კომპანიამ მუშაობა განაახლა.
შპს „ჯი არ სის“ და შპს „სიარპი ვუდ დეველოპმენტს“, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა და მათ სამუშაო პირობებს გაეცნო.
კომპანიებმა, რომლებსაც ბიზნესსაქმიანობა კორონავირუსის საფრთხის გამო დაწესებული შეზღუდვების მიზეზით შეუჩერდათ, მუშაობის განახლება მხოლოდ შრომის ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების გავლის შემდეგ შეეძლეს.შპს „ჯი არ სი“ ქუთაისში 2 წელია ფუნქციონერებს, აწარმოებს გადასახურ მასალებს, აგრეთვე ბაზარს ამარაგებს სამშენებლო მასალებით.
საგანგებო მდგომარეობის გამო კომპანიის რამდენიმე თანამშრომელი უმუშევარი დარჩა, რომლებიც კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციებს მიიღებენ. შპს „სიარპი ვუდ დეველოპმენტი“ სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ასევე აწარმოებს ხისა და ლითონის ნაკეთობებს, კარ-ფანჯარას, ავეჯს. ამასთანავე, ის არის ჩეხური კომპანია “Czech Energy Team”-ის პარტნიორი, რომელმაც საქართველოში დაიწყო მზის ენერგოსისტემათა პროექტირება -მონტაჟი და საექსპლუატაციო მომსახურება . „სიარპი ვუდ დეველოპმენტმა “ შეძლო ყველა თანამშრომლის შენარჩუნება და რამდენიმე ახალი კადრიც კი მიიღო მუშაობის განახლების შემდეგ.
„ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რომ დროულად ამოქმედდეს ის საწარმოები, რომელთა საქმიანობა ინფრასტრუქტურული პროფილისაა. ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ ადამიანები დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს და არ დარჩნენ შემოსავლის გარეშე,“- აცხადებს მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი.
ორივე კომპანიაში სამუშაო პროცესი ჯანდაცვის და შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს.
სიახლეები
- კორუფცია თუ არშემდგარი “რევოლუციის” მხარდაჭერა - ყოფილ მაღალჩინოსნების ჩხრეკის შემდეგ ჯერ არავინ დაუკავებიათ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ოქტომბრისთვის
- "2009 წელს, ჩვენს წინააღმდეგ აქციებს ივანიშვილი აფინანსებდა" - მიხეილ სააკაშვილი
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა