"საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა უნდა აღდგეს" - როგორ აფასებენ ქუთაისში საგანგებო მდგომარეობის მოხსნას
დღეიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა.
ამის მიუხედავად ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მოიხსნა, მაგრამ ნაწილი მაინც დარჩა. ასევე, გაუქმდა კომენდანტის საათიც, რომელიც ძალაში საგანგებო მდგომარეობის შესვლისთანავე დაწესდა.
როგორ აფასებენ ქუთაისში საგანგებო მდგომარეობის მოხსნას, ამ საკითხზე FerstNews.ge ქალაქის მოსახლეობას გაესაუბრა:
(რესპონდენტების თხოვნით სააგენტო მათ სახელსა და გვარს არ ასაჯაროვებს)
"ჩემი აზრით, უფრო ადრე იყო შეზღუდვები მოსახსნელი. თუ აღდგომას თავყრილობები იყო და არავინ დაინფიცირებულა, ე.ი. არ იყო საქართველოში მესამეული გადაცემის შემთხვევები, ან არასწორ სტატიატიკას გვაწვდიან. რადგან საგანგებო მდგომარეობა დამთავრდა საზოგადოებრივი ტრანსპორტიც უნდა აღდგეს."
მოსახლეობა ფიქრობს, რომ მალე უნდა აღდგეს საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც.
"შეზღუდვები დიდი ხანია გრძელდება და ეკონომიკა სწრაფად უნდა ამოქმედდეს. იმ ქალაქებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული ახალი შემთხვევები არ ფიქსირდება, მნიშვნელოვანია ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების საშუალება, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რადგან საკუთარი მანქანა ბევრს არ ჰყავს და ტაქსით გადაადგილება ძვირი ღირს. ასევე, მნიშვნელოვანია აღდგეს საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც."
მოქალაქეების უმრავლესობას, ყველაზე მეტად ტრანსპორტის საკითხი აღელვებს:
"ქუთაისის მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც სრულიად საქართველოს მოქალაქეებისათვის, ძალიან რთული და უჩვეულო სიტუაციაა. განსაკუთრებით რთული სიტუაცია ტრანსპორტის საკითხმა შექმნა. ვფიქრობთ, რომ მიუხედავად ამ ეტაპობრივი ნაბიჯებისა, უკვე დროა ამოქმედდეს ტრანსპორტი (თუნდაც მცირედი შეზღუდვებით). ისედაც შეჭირვებული მოქალაქეებისათვის, ძალიან რთულია ყველა ჯერზე ტაქსის გამოყენება. ნეგატიურად ვაფასებთ მუნიციპალური ტრანსპორტის ამ დრომდე უფუნქციობას. აღნიშნული საქმის მესვეურთ მეტი დაფიქრება მართებთ იმ ეკონომიკურ, თუ სოციალურ ზარალზე, რასაც უტრანსპორტობა იწვევს, ისედაც უფუნქციოდ დარჩენილი ქუთაისისთვის..."
შეგახსენებთ, რომ დღეიდან საქართველოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა. რომელი შეზღუდვები მოიხსნა და რომელი რჩება ძალაში - უფრო ვრცლად იხილეთ ბმულზე.
სიახლეები
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი