"შიდა ტურიზმმა ორგანიზებული სახე მიიღო, რაც ძალიან სასიამოვნოა" - ტატო ლილუაშვილი
DMO Imereti-ს ხელმძღვანელის ტატო ლილუაშვილის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შიდა ტურიზმმა უფრო ორგანიზებული სახე მიიღო.
მისივე თქმით, ტურისტული კომპანიები უკვე გეგმავენ შიდა ტურებს იმერეთში, რის ორგანიზაებაშიც მათ DMO Imereti აქტიურად ეხმარება.
"შიდა ტურიზმს რა თქმა უნდა, მეტი ყურადღება დაეთმო მდგომარეობიდან გამომდინარე, ტურისტული კომპანიები უკვე გეგმავენ შიდა ტურებს, მოგვმართავენ, რომ დავეხმაროთ იმერეთის ტურების დაგეგმვაზე, დაინტერესება გაიზარდა და ძალიან სასიამოვნოა, რომ შიდა ტურიზმმა ორგანიზებული სახე მიიღო.
რა თქმა უნდა, გვაქვს ურთიერთობა გიდებთან, კერძო სექტორთან, ტურისტულ კომპანიებთან, ღვინის მარნებთან, შენდება ასევე ახალი მარნები, სასტუმროები, რამდენიმე სასტუმროს მშენებლობა წელს დასრულდა ქუთაისში. 58 ღვინის მარანი გვაქვს იმერეთში, იზრდება მათი რაოდენობაც და ემზადებიან ტურისტებისთვის.
რაც შეეხება ფრენებს, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქუთაისისთვის და რა თქმა უნდა, აღდგება. ხვალ ქუთაისის აეროპორტი შეზღუდვების შემდეგ პირველ რეისს მიიღებს ათენიდან, შემდეგ კიდევ დაემატება, როგორც ვიცი, "ვიზიარმაც" გამოთქვა მზადყოფნა, როგორც კი შეზღუდვები მოიხსნება, ფრენებს აღადგენს. ასე რომ, ჩვენი აეროპორტი დამატებული ტერმინალებით იქნება სრულიად დატვირთული და გაცილებით მეტ ტურისტს და მოგზაურს მივიღებთ, ვიდრე გვყავდა გასულ წელს", - განაცხადა ტატო ლილუაშვილმა
სიახლეები
- 15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
- "თუ რაიმე ფორმით თავს დაგვესხმებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სრული ძალა ისეთი დონით დაგეცემათ, როგორიც მანამდე არავის უნახავს" - ტრამპი ირანს
- "ისრაელის ავიადარტყმების ფონზე ირანის ლიდერები „ჩანთებს ალაგებენ“ - ბენიამინ ნეთანიაჰუ
- „თუ მოხდა აფეთქება ან გაჟონვა ჩვენ სისტემა მზად არ გვაქვს" - ნინო ჩხობაძე
- "მოსკოვი იმედოვნებს, რომ ბაქო და ერევანი ნატო-სთან თანამშრომლობის რისკფაქტორებს გააცნობიერებენ"- მარია ზახაროვა