"კომლი"- ჩაის კრეფისა და მისი მომზადების აგროტურისტული სერვისი ოზურგეთში
"ჩაერთე და მართეს" მონაწილეები ოზურგეთს ესტუმრნენ, სადაც ტურისტული პროექტის „საინფორმაციო ცენტრი ბორბლებზე“ პრეზენტაცია გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას ასევე გააცნეს პროექტების „ჩაის გზისა“ და „აღმოაჩინე გურიას“ ბენეფიციარები.
ღონისძიება სოფელ წითელმთაში ლიკა მეგრელაძის საოჯახო სასტუმრო „კომლში“ ჩაის კრეფის პროცესითა და დეგუსტაციით დასრულდა.
"კომლი" - პროექტის ერთერთი მასპინძელი საოჯახო სასტუმრო სახლია, რომელიც ტრადიცულად სამზარეულოს მასტერკლასებს, ჩაის კრეფისა და საკუთარი ხელით მომზადების აგროტურისტულ სერვისს მოიცავს. მათ ასევე, ჰყავთ უცხოელი მოხალისეები, რომლებიც, როგორც ოჯახის წევრები ისე შრომობენ.
ლიკა მეგრელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთიდან, რომელიც გურული ჩაის მოყვანისა და გადამუშავების გარდა, საოჯახო სასტუმრო "კომლის" დიასახლისიცაა. ის, რამდენიმე წელია უცხოელ ტურისტებს მასპინძლობს და სახლის პირობებში ჩაის დამზადების ტექნოლოგიებს აცნობს.
"ეს ადგილი ეკალ-ბარდებით იყო დაფარული, მოუვლელობის ხელი ეტყობოდა. გავასუფთავეთ და გამოჩნდა რომ ჩვენი ოდა, ასეთი ძველი სტილით, ძალიან საინტერესოდ გამოიყურებოდა, ადამიანებისთვის. ძველი ტრადიციებითა და ახლის დამატებით ავაღორძინეთ ჩვენი "კომლი".
ჩვენი მიზანია ავაღორძინოთ ძველი ტრადიციები, ჩაისა და ღვინის მეუურნეობის დაბრუნება, ორგანული ბოსტნეულის მოყვანა. გვინდა, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც ეს 200 წლის წინ იყო. წელს ღვინოც ჩამოვასხით. ვთლით, რომ ძლიერი კომლი ჩვენთვისაც და სხვებისთვისაც საინტერესო უნდა იყოს.
რაც შეეხება ფინანსურ მხარდაჭერას - ჩაის ტურიზმისთვის მცირე დაფინანსება გვქონდა, რომ აგვეწყო ეს ტური. ასევე, ახლახანს ქალების აქტივობისთვისა და ეკოლოგიის- ბუნების გადარჩენისთვის, გაეროს ქალთა ფონდისგან დაფინანსდა ჩვენი პროექტი,"- განაცხადა FirstNews.ge-თან საუბარში ლიკა მეგრელაძემ.
სიახლეები
- 15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
- "თუ რაიმე ფორმით თავს დაგვესხმებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სრული ძალა ისეთი დონით დაგეცემათ, როგორიც მანამდე არავის უნახავს" - ტრამპი ირანს
- "ისრაელის ავიადარტყმების ფონზე ირანის ლიდერები „ჩანთებს ალაგებენ“ - ბენიამინ ნეთანიაჰუ
- „თუ მოხდა აფეთქება ან გაჟონვა ჩვენ სისტემა მზად არ გვაქვს" - ნინო ჩხობაძე
- "მოსკოვი იმედოვნებს, რომ ბაქო და ერევანი ნატო-სთან თანამშრომლობის რისკფაქტორებს გააცნობიერებენ"- მარია ზახაროვა