იურიდიული დახმარების სამსახურის პროექტის პრეზენტაცია ქუთაისში
11 აგვისტოს, ქუთაისში, „ოქროს ჩარდახის“ ისტორიულ კომპლექსში იურიდიული დახმარების სამსახურის ონლაინ პროექტის „საუბრები ბავშვის უფლებებზე“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF წარმომადგენელი ღასან ხალილი დაესწრო.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას გააცნო საქართველოში მოქმედი უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემა და ვრცლად ისაუბრა საზოგადოებრივი ადვოკატების როლსა და მნიშვნელობაზე არასრულწლოვანთა დაცვის საქმეში.
"იურიდიული დახმარების სამსახური ახორციელებს პროექტებს, რომლის მიზანია მოსახლეობის, მათ შორის, ბავშვების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და უფლებებთან ერთად გარკვეული ვალდებულებების გაცნობაც," - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა FirstNews.ge-თან საუბარში.
გაფორმდა მემორანდუმები აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახლეობის სკოლასთან „იმედი“, სკოლასთან „ღონე ქვეყნისა“ სასწავლო ცენტრთან „მერმისი“. მემორანდუმის თანახმად, აღნიშნული სკოლების მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვებიან იურიდიული დახმარების სამსახურის ონლაინ პროექტების განხორციელებაში.
მოსაწავლეებს მიმართა UNICEF-ის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა, რომელსაც ქუთაისელმა მოსწავლეებმა დისკუსიის რეჟიმში საინტერესო შეკითხვები დაუსვეს.
გაფორმდა მემორანდუმი იურიდიული დახმარების სამსახურსა და არასამთვრობო ორგანიზაცია „ინფორმაციულ ჰაბს“ შორის, რომლის საფუძველზე შემუშავდება სამაგიდო თამაშები ბავშვთა უფლებების შესახებ ბავშვებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით.
„ოქროს ჩარდახში“ გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მასშტაბით კვლავ გაგრძელდება ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული აქტუალური თემების განხილვა როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე პირად შეხვედრებში.
სიახლეები
- ცეზარი
- “ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უკვე მესამედ უერთდება GEMO FEST-ს, რომლის ერთ-ერთი მასპინძელიცაა” - ლევან მოსეშვილი
- “ირანი მზადაა ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც ბირთვული იარაღისგან უარის თქმას უზრუნველყოფს” - არაღჩი
- ისრაელში ირანის სარაკეტო იერიშს 8 ადამიანი ემსხვერპლა, მაშველები 20-მდე დაკარგულს ეძებენ
- “მიმდინარე გამოძიების ფარგლებში – მოწმის სახით დაბარებულ იქნა ვახტანგ გომელაური, რომელიც, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით, იკავებდა სუსის უფროსის პოზიციას” – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს