ქუთაისის 32-ე სკოლის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა
ქუთაისში 32-ე საჯარო სკოლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მასთან კონტაქტში მყოფი ყველა მასწავლებელი გაიტესტა და თვითიზოლაციაში გადავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის თანამშრომლის დაინფიცირების წყარო ცნობილია და ე.წ. ქორწილის კლასტერთანაა დაკავშირებული.
საშუალო ასაკის ქალი კლინიკაში გუშინ შვილთან და შვილიშვილთან ერთად შეიყვანეს.
ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში სწავლის დაწყების გადადებას ამ დროისთვის არ ადასტურებს რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი. მისი ინფორმაციით, საკითხი სამინისტროსთან უნდა შეთანხმდეს, თუმცა სწავლის დაწყების გადადებას არ გამორიცხავს.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
