ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში კარანტინი გამოცხადდა
ბათუმში, მოხუცთა თავშესაფარში კარანტინი გამოცხადდა.
მიზეზი ბენეფიციარების და თანამშრომლის ინფიცირება გახდა. თავშესაფარში 5 ბინადარი და 1 თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. თავშესაფრის წარმომადგენლების ინფორმაციით მათ ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ.
თავშესაფრის ეზოში სხვა პირების შესვლა აიკრძალა, აკრძალულია ტერიტორიიდან ბენეფიციარების გასვლაც. დაწესებულების თანამშრომლები კარანტინში გადავიდნენ და თავშესაფარში კარანტინიდან ივლიან.
მოხუცთა თავშესაფარში მყოფ მობინადრეებს და თანამშრომლებს PCR ტესტირება ჩაუტარდათ. როგორც ადმინისტრაციაში განაცხადეს, ყველა პირის ტესტის პასუხი უარყოფითა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
