ქუთაისში სკვერების შეწამვლა დაიწყო
ქუთაისში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების თანახმად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელების, სკვერებში არსებული ატრაქციონების და ქუჩებში განთავსებული ბანკომატების დეზინფექცია სპეციალური ხსნარებით დამუშავება დაიწყო.
სამუშაოებს მონიტორინგს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი უწევს.
„ქუთაისში უკვე გვაქვს კორონავირუსით დაინიფიცირების ათეულობით შემთხვევა და შესაბამისად, ვამკაცრებთ უსაფრთხოების ზომებსაც. მაქსიმალურად ვცდილობთ, შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება. ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით და ლოკაციებზე. ჩვენი სამსახურები მუდმივ მონიტორინგს უწევენ ამ პროცესებს.“ - აცხადებს დავით ერემეიშვილი.
სადეზინფექციო სამუშაოებს ასრულებს ქუთაისის დეზინფექციისა და სპეციალური ეპიდზედამხედველობის სამსახური. პროცესი ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
