ქუთაისში COVID-19-ის 16 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ქუთაისში COVID19-ის 16 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის თქმით, ამ დროისათვის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს. გუბერნატორის განცხადებით, შემთხვევები კვლავ სკოლის კლასტერს უკავშირდება.
ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, პაციენტების ნაწილი თვითიზოლაციაშია, ხოლო ნაწილი ცხელების ცენტრშია მოთავსებული და მათი გადაყვანა შემდგომ კლინიკებში მოხდება.
"ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია კვლავ კონტროლს ექვემდებარება იმერეთში,"-განაცხადა გუბერნატორმა.
გუშინ იმერეთში ჯამში 1226 ტესტი ჩატარდა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
