"განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით მინდა მივულოცო დაბადების დღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს"
განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით მინდა მივულოცო დაბადების დღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, ჩვენს საყვარელ და საამაყო სულიერ წინამძღოლს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, განუზომელია პატრიარქის ღვაწლი ერისა და სამშობლოს წინაშე.
„განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით მინდა მივულოცო დაბადების დღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, ჩვენს საყვარელ და საამაყო სულიერ წინამძღოლს!
განუზომელია მისი ღვაწლი ერისა და სამშობლოს წინაშე და ასეთივე განუზომელია მის მიმართ პატივისცემისა და სიყვარულის ჭეშმარიტი გრძნობა ჩვენს საზოგადოებაში. თითქმის ნახევარი საუკუნეა მისი უწმინდესობა, როგორც ერის ერთიანობის სიმბოლო, სიკეთითა და მოყვასისადმი სიყვარულით გვავსებს და თავისი კეთილშობილებით, სიმშვიდითა და სიბრძნით ყველა ჩვენგანის დიდი იმედი და დასაყრდენია. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს პატრიარქს დაბადების დღეს!“, - აღნიშნავს პრემიერი.
სიახლეები
- "ანრი ოხანაშვილმა ბევრ რამეში მოიკოჭლა და მოისროლეს" - ლევან ხაბეიშვილი
- "პუტინი მზად არის ზელენსკის შეხვდეს, როდესაც დღის წესრიგი მზად იქნება, მაგრამ ეს დღის წესრიგი საერთოდ არ არის მზად" - სერგეი ლავროვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 აგვისტოსთვის
- 6 ნიშანი იმისა, რომ საკმარის წყალს არ იღებთ
- “ნაცმოძრაობას” უნდა სინდისი მოიწმინოს” - რა მოლოდინია 4 ოქტომბერს ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით