"რა უნდათ ჩვენგან, რომელ სანქციებზე მელაპარაკებიან? - 2008 წელს ეძინა მსოფლიოს"
რა გახდა კანდიდატობა, რომ არ გვაძლევენ. რა უნდათ ჩვენგან, რომელ სანქციებზე მელაპარაკებიან? - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს მთელს მსოფლიოს რუსეთ-უკრაინის ეს უსამართლო ომის ქარცეცხლი აწუხებს და ყველას სტკივა.
„ვისაც ადამიანობა აქვს, ყველას სტკივა. 2008 წელს რაც მოხდა ყველამ იცით, ეძინა მსოფლიოს. ბალტიისპირეთისავით რომ მოგვპყრობოდნენ, არც აქ იქნებოდა ომი და არც უკრაინაში. უკრაინა თავისუფალი, ძლიერი ქვეყანა იქნებოდა. დღევანდელი პირველი პირები, თუნდაც უკრაინაში, მაშინ, 2008 წლის ომზე როგორ დაგვცინოდნენ ქართველებს, მაშინ საკუთარ თავზე არ ჰქონდათ გამოცდილი და ღმერთმა შეუნდოთ. როცა შეეხოთ, თვითონაც მთელს მსოფლიოს სთხოვენ, რომ რაღაც ერთი წესრიგით ვიცხოვროთ.
დღეს უკრაინაში რა ხდება, ხელფასებს უცხოეთი უხდის, შეიარაღებას უცხოეთი აძლევს, რომ არ მისცენ, დაიპყრობენ. თორემ ომში როგორც რუსის ჯარია ძლიერი, ისე უკრაინის ჯარი იყო ძლიერი და 4 დღეში რომ ვერ აიღებდნენ, ყველამ იცოდა.
მინდა გითხრათ ჩემი აზრი, როდის დამთავრდება ომი - სანამ რუსეთს ბოლომდე არ დაასუსტებენ, ომი არ მორჩება. დასუსტებაც რა დონემდე, რომ ევროპაზე შეტევა და სხვაზე დახმარება არ შეეძლოს. აქეთკენ მიდის. რატომ დაისაჯა საქართველო? დაისაჯა იმიტომ, რომ დამოუკიდებლობა, თავისუფლება უნდოდა. უკრაინა რატომ ისჯება? იმიტომ, რომ მასაც დამოუკიდებლობა უნდა, თავისუფლება უნდა, ნატოსა და ევროკავშირში შესვლაზე უარის თქმას რომ არ აპირებდა.
ძალიან გვტკივა, მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ უკრაინის ომში?! ევროპას, გასაგებია, დღეს ჩვენთვის არ სცალია, უკრაინის პრობლემა მისი პრობლემაა. არ უნდა რუსი რომ შევიდეს იქ, მაგრამ ჩვენ რას გვემართლებიან, რა უნდა გავაკეთოთ მეტი?! რა უნდა გააკეთოს ქართველმა? უნდა მოვემზადოთ იმისთვის, ომი რომ დასრულდება, შედარებით ძლიერად იყოს ქვეყანა, აქეთ რომ უნდოდეთ მიღება. მინდა ისეთი ძლიერი იყოს საქართველო, ისრაელივით იყოს, სახვეწარი არ იყოს. რა გახდა კანდიდატობა, რომ არ გვაძლევენ. რა უნდათ ჩვენგან, რომელ სანქციებზე მელაპარაკებიან? უკრაინას, რითაც შეგვიძლია ვეხმარებით, 20% მეც მაქვს დაკარგული. სანამ რუსეთს ბოლომდე არ დაასუსტებენ ეკონომიკურად, ომი გაგრძელდება, ასე მჯერა, რატომ ვიტყუებთ თავს?!“- აღნიშნა მეუფე იაკობმა.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"