27 იანვარი წმინდა ნინოს ხსენების დღეა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 27 იანვარს მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინება.
წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს : პირველ ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლისა და 27 იანვარს - მისი გარდაცვალების დღეს.
წმინდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა – ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში.
წმინდა ნინო ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა და მეთევზურთაგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა, რომ წერილი წარმართთა მეფისთვის მიერთმია, რადგანაც ამისთვის იყო მოვლენილი. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი.
ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.
სიახლეები
- “საქართველოში პოლიტიკა აღარ არსებობს... რასაც დღეს “ოცნება” აკეთებს, ორპირობის მეტს ვერაფერს ვუწოდებ" - ვიქტორ ყიფიანი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 იანვრისთვის
- "არსებულ ფონზე დიალოგზე საუბარი არის საზოგადოების დაცინვა" - სალომე ზურაბიშვილი
- "თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება, მე პასუხისმგებელი ვარ საკუთარ თავზე"
- არსებული ინფორმაციით, სუს-თან, მანქანაში, უწყების თანამშრომლის ცხედარი იპოვეს
