როდის მიიღეს ქართველმა მღვდელმთავრებმა მიტრის ტარების უფლება და რამდენი ქართული მიტრა გადაურჩა ბოლშევიკთაგან განადგურებას
“მართლამდიდებელი ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მღვდელმსახურთა სამოსელს. მათ შორის არის მიტრა, სიმბოლო ეკლის გვირგვინისა, რომელიც მაცხოვარს თავზე დაადგეს. მიტრის ტარების უფლებით თავდაპირველად სარგებლობდა მხოლოდ ალექსანდრიის პატრიარქი, 1453 წელს კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ თავსამკაულის ტარება საყოველთაო გახდა მართლმადიდებლურ ეკლესიებში და მას მხოლოდ მღვდელმთავრები ატარებდნენ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, როდის მიიღეს ქართველმა მღვდელმთავრებმა მიტრის ტარების უფლება და რამდენი ქართული მიტრა გადაურჩა ბოლშევიკთაგან განადგურებას
"საქართველოს ეკლესიაში კათალიკოს-პატრიარქის მიერ მიტრის, ანუ გვირგვინის ტარების წესი დამკვიდრდა მე-16-17 საუკუნეების მიჯნაზე. პატრიარქის მიტრები შემკული იყო პატარა ხატებით, სახარების სცენებით, ძვირფასი ქვებით. მიტრის მასალად გამოყენებული იყო ხავრედი, აბრეშუმი, ვერცხლიმკედი და სხვა ძვირფასი ქსოვილი. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დღეს დაცულია 25 მიტრა, მათ შორის ყველაზე ადრეული მღვდელმთავარ მიტროფანეს თავსამკაული, რომელიც თარიღდება მე-17 საუკუნის დასაწყისით. მეტალის ფირფიტაზე გადაკრულია ოქრომკერდით მოქარგული ქსოვილი, შემკული ფეტონებით. ზემო ფეტონზე გაწყობილ ფირფიტებზე მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებაა გამოსახული, ქვემო ფირფიტებზე კი მისი ზეციური ყოფა”, - აღნიშნავს გამოცემა
"ფეტონებზე ასევე გამოსახულია მამა ღმერთი, სულიწმინა, სერაფიმები. მიტრის ცაზე კი შვიდი ჯვარია გამოსახული, გვერდზე მჯდომარე მახარობლებით. თავსამკაული მთლიანად ოქროგულებითა და მარგალიტებით არის დაფარული, ასევე შემკულია ძვირფასი ქვებით ფირუზებით და წითელი იაგუნდით. ჩვენამდე შემორჩენილია ასევე მიტროპოლიტ ნიკოლოზ ალავერდელის ოქროს გვირგვინი, მიტრა, რომელიც კახეთის დედოფალ ელენეს დაკვეთითაა შესრულებული ისპაჰანში, ქართველი ოსტატის პაპუნა ძებურიშივლის მიერ 1683 წელს. ეს არის ბაჯაღლო ოქროსგან მოჭედილი ოქროს მიტრა იესო ქრისტეს, წმინდანთა და ანგელოზთა გამოსახულებებით. ასევე გამოსახულია ჯვარი და შემკული ძვირფასი ქვებით”, - დასძენს გამოცემა.
"მიტრას ასევე ამშვენებს საქტიტრო წარწერა, რომელიც მიანიშნებს, რომ გვირგვინი დამზადებულია ალავერდის საკათედრო ტაძრისთვის. ეს უნიკალური მიტრა 1904 წლის მონაცემებით დაცული იყო თბილისის სიონის განძსაცავში. აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის სიონის ტაძრის განძთსაცავში დაცული იყო 6 მიტრა, რომელიც 1921 წელს ბოლშევიკებმა განადგურეს, გადარჩა მხოლოდ ერთი და სწორედ ამ ისტორიული მიტრით აღავლინა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ 2020 წლის საშობაო ლიტურგია”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი