"ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, რომელიც ქუთაისში, 20 წელი ფუნქიონირებდა, თბილისში გადაიტანეს" - ელეონორა არჩაია
ქუთაისის საკრებულოს წევრი (პარტია "საქართველოსთვის") ელეონორა არჩაია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, რომელიც ქუთაისში, 20 წელი ფუნქიონირებდა, თბილისში გადაიტანეს.
კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დეცენტრალიზაციის გზაზე, და დიდი დანაკარგი ქუთაისისთვის, რომელმაც განათლების მნიშვნელოვანი კერა დაკარგა.
ბოლო წლების მანძილზე “ოცნების” მიზანმიმართული პოლიტიკით, ქუთაისმა დაკარგა პარლამენტი, კონტროლის პალატა, სემეკი და საგზაო დეპარტამენტი, რომელიც ქვეყნის დეცენტრალიზაციას ემსახურებოდა. სამწუხაროდ, დღეს ამ სიას ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა შეემატა.
ქუთაისი ვერასდროს განვითარდება და დაძლვეს სიღარიბეს, თუ ის არ გახდება განვითარების და მიზიდულობის ცენტრი დასავლეთ საქართელოსთვის. მხოლოდ ტურისტულ პოტენციალზე დაყრდნობა ქალაქს ვერ განავითარებს.
მჯერა, რომ ქვეყნის მომავალზე ორიენტირებული ხელისუფლება მაქსიმალურად გამოიყენებს ქუთაისის პოტენციალს და მას ადმინისტრაციულ, საგანმანათლებლო და ეკონომიკურ ცენტრად აქცევს,"- წერს ელეონორა არჩაია.
სიახლეები
- იყო თუ არა პრეზიდენტი ტრამპი მთავარი სამიზნე - ვაშინგტონში მომხდარი სროლის დეტალები
- საპატრიარქო აქვეყნებს წმინდა სინოდის სხდომის ოქმს, რომელზეც საპატრიარქო კანდიდატები გამოარჩიეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 29 აპრილიდან
- "უკვე გასაგები და ცხადია, ღვთის ნება როგორია, გაფართოებული კრების საჭიროებას საერთოდ ვერ ვხედავ" - მეუფე ნიკოლოზი
- "ახალი ვერსია შემოგვთავაზეს არჩევნების ე.წ. გაყალბებაზე, საკუთარ ტყუილებში თავად იკარგებიან და იხლართებიან"
