“პრეზიდენტმა ტრამპმა აჩვენა, რომ შეუძლია კრიზისის მართვა ახლო აღმოსავლეთში, იმედი მაქვს, ჩვენც მსგავს წარმატებას მივაღწევთ უკრაინისთვის” - ზელენსკი

ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა. ეს ძალიან რთულია. ჩვენ გვინდა ეს, პუტინს არ უნდა, ამიტომ, გვჭირდება ზეწოლა მასზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელი ხალხისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტიებია.

 

„პირველ რიგში, მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ. შემდეგ, ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა. ხედავთ ახლო აღმოსავლეთში რამდენად რთულია ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნება, ყველგან, ყოველ ომში. ეს ძალიან რთულია. ჩვენ გვინდა ეს, პუტინს არ უნდა, ამიტომ, გვჭირდება ზეწოლა მასზე. ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ ნებისმიერ ფორმატში – ორმხრივ, სამმხრივ, არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია მშვიდობა. მოკავშირეების გადასაწყვეტია, სად ვიქნებით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ უკრაინის ხალხისთვის, რომლებიც ყოველდღე თავდასხმების ქვეშ არიან, არის ნამდვილად უსაფრთხოების გარანტიები. ნატო საუკეთესოა, მაგრამ იარაღი ძალიან მნიშვნელოვანია. მოკავშირეები, რომ ჩვენს მხარეს არიან, ძალიან მნიშვნელოვანია“.

 

მისივე თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა ნამდვილად აჩვენა, რომ მას შეუძლია კრიზისის მართვა.

 

„პრეზიდენტ ტრამპს აქვს დიდი შანსი, ახლა დაასრულოს ეს ომი. პრეზიდენტ ბაიდენი ახლა პრეზიდენტი არ არის, ამიტომ, მას არ აქვს შანსი, დაასრულოს ეს ომი. პრეზიდენტმა ტრამპმა ნამდვილად აჩვენა, რომ მას შეუძლია კრიზისის მართვა ახლო აღმოსავლეთში და ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ის ამას გააკეთებს და ჩვენც მსგავს წარმატებას მივაღწევთ უკრაინისთვის“.

წაკითხვა 253 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 18 2025
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.