“პატრიარქმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ამ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა”
„იერუსალიმის საპატრიარქო არღვევს მართლმადიდებლური კანონიკური სამართლის წესებს, ამიტომ მიუღებელია იერუსალიმის ეკლესიის ინიციატივა.
ივარაუდება, ეს ინიციატივა პროვოცირებული და წაქეზებულია რუსეთის საპატრიარქოს მხრიდან, რადგან მას დიდი გავლენები აქვს იერუსალიმის ეკლესიაზე და არ უნდა თავად გამოჩნდეს ამგვარი არაკანონიერი ინიციატივის ავტორად და ეს ყველაფერი გააკეთა იერუსალიმის საპატრიარქოს სახელითა და პატრიარქის ხელით. საქართველოს საპატრიარქომ კი სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც უარი თქვა ამ კრებაზე დასწრებაზე”, - აცხადებს თეოლოგი ლადო ნარსია 26 თებერვალს იორდანიის ამანში იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე მესამის მიერ დაგეგმილ ეკლესიათა მეთაურების შეკრებაზე საუბრისას, სადაც უკრაინის ეკლესიის საკითხი და მართლმადიდებელ სამყაროში ამასთან დაკავშირებით წარმოქმნილი განხეთქილება უნდა განიხილონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “პატრიარქმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ამ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა”, - თეოლოგი ლადო ნარსია.
“ინიციატივა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე მესამემ 2019 წლის ნოემბერში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელ კირილთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ წამოაყენა. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს მოქმედი მართლმადიდებელი ეკლესიების მხოლოდ ნაწილი. შეკრებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელმაც გამოაქვეყნა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ რადგანაც შეკრებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს მსოფლიო პატრიარქმა და სხვა მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თავს შეიკავებს მასში მონაწილეობაზე, რადგან თვლის რომ შეხვედრა და რთულ საკითხებზე, მათ შორის, უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე მსჯელობა, ყველა ეკლესიის მონაწილეობით უნდა მოხდეს. თეოლოგი ლადო ნარსია ამბობს, რომ იერუსალიმის საპატრიარქოს არ ჰქონდა უფლება მოეწვია კრება და გამოეცხადებინა თავი ამ კრების თავმჯდომარედ, რადგან კრების მოწვევა არის მკაცრად რეგლამენტირებული და გარკვეული პროცედურები გააჩნია მართლმადიდებლურ კანონიკურ სამართალში. მისი თქმით, საქართველოს საპატრიარქომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც უარი თქვა ამ კრებაზე დასწრებაზე, თუმცა, ნარსიას შეფასებით, ეს კონკრეტული გარემოებებით იყო ნაკარნახევი. თეოლოგის თქმით, იერუსალიმის პატრიარქის მოწვევაზე დათანხმება პრაქტიკულად იმის დადასტურებად იქნებოდა აღქმული, რომ საქართველოს საპატრიარქო უკრაინის საკითხში რუსეთის ეკლესიის პოზიციას იზიარებს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“იერუსალიმის საპატრიარქო იქცევა კანონის საწინააღმდეგოდ, არღვევს მას, ამიტომ მიუღებელია იერუსალიმის ეკლესიის ამგვარი ინიციატივა. ივარაუდება, რომ ეს ინიციატივა პროვოცირებულია და წაქეზებულია რუსეთის საპატრიარქოს მხრიდან, რადგან მას დიდი გავლენები აქვს იერუსალიმის ეკლესიაზე და არ უნდა თავად გამოჩნდეს ამგვარი არაკანონიერი ინიციატივის ავტორად და ეს ყველაფერი გააკეთა იერუსალიმის საპატრიარქოს სახელითა და პატრიარქის ხელით. თუმცა, დაკვირვებული თვალი ადვილად ამჩნევს რუსეთის საპატრიარქოს ამგვარ მზაკვრულ მოქმედებებს და ასე იქნა შეფასებული მსოფლიო პატრიარქისა და სხვა ეკლესიათა მხრიდან, იერუსალიმის საპატრიარქოს მოქმედება, რომლის უკანაც დგას რუსეთის ეკლესია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო ნარსია.
“მათ აღარ უნდათ, რომ კიდევ ერთხელ გამოაჩინონ საკუთარი სახე და ამიტომაც იღებენ ამგვარ გადაწყვეტილებას. ეს გადწყვეტილება კი მიღებულია არა საპატრიარქოს რეალური სურვილით, არამედ იმ ადამიანების შეფასებებით და ზეწოლით, რომლებმაც 2-3 წელია გავლენა მოახდინეს საპატრიარქოზე და მადლობა ღმერთს, რომ საპატრიარქო იძულებული გახდა გაეთვალისწინებინა ამ ადამიანთა მოსაზრებები და შეფასებები, რომლებიც უტყუარი და აბსოლუტურად დასაბუთებულია ყოველ ჯერზე”, - დასძენს ლადო ნარსია.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში