"მიუხედავად საეკლესიო მსახურების შეუწყვეტლობისა, ეპიდემიამ არ იფეთქა" - მეუფე დანიელი

"ერთ-ერთი პირველი ეთნოსია ქართული ეთნოსი. შეიძლება ვინმემ კითხვა დასვას, როგორ გადარჩა. გადარჩა ორი მიზეზის გამო, იგი იყო თავდადებული მამულისათვის და ღვთისათვის,"- ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მეუფეს თქმით, ის, ვინც ღვთისათვის და მამულისათვის თავდადებულია, ასეთ ერს ღმერთი არ ტოვებს და გადაარჩენს ხოლმე, მოუვლენს დიდ წყალობას. 

 

"ამ წყალობის მაგალითი ჩვენ ვიხილეთ დღეს, ჩვენს სინამდვილეში, არამარტო ჩვენ, იხილა მთელმა მსოფლიომ. როგორ, ეს ქვეყანა მიუხედავად უამრავი პრობლემისა, აღმოჩნდა უდიდესი სახელმწიფოების გვერდზე გაცილებით უფრო დაცული და ეს მოხდა იმიტომ, რომ ჩვენმა ხალხმა ძალღონე არ დაიშურა და ხალხს ვინც ბოლომდე იბრძვის ქვეყნისთვის, სიყვარულისთვის, ზნეობისათვის, ასეთ ხალხს ღმერთი სასწაულს მოუვლენს. ჩვენ ვიხილეთ სასწაული, რომელიც მოხდა საქართველოში. ეს იყო ეპიდემიის პირობებში მაქსიმალურად შეზღუდული გავრცელება და მიუხედავად საეკლესიო მსახურების შეუწყვეტლობისა, ეპიდემიამ არ იფეთქა საქართველოში. სასწაულს ღმერთი მოუხდენს ერს, რომელიც არის ერთგული ღვთისა და მამულისათვის. ასეთი თავდადებული მამულიშვილები ჰყავდა საქართველოს და იმიტომ გადარჩა, ასეთი ბრძანდება მღვდელმონაზონი მიქაელ ჰერელი.

 

მინდა ასევე გითხრათ, რომ დღეს არის 5 ივლისი, 27 წლის წინ 1993 წლის 5 ივლისს, სოხუმთან ახლოს, სოფელ კამანში მოხდა სოფლის აღება, სადაც იყო რამოდენიმე მაცხოვრებელი, ძირითადად ხანდაზმულები და სნეულები და იყო მცირე ჯგუფი ქართველი მეომრებისა და მათ გმირულად ყველამ თავი გაწირა და არ მიუტოვებიათ სოფელი, ხოლო მოსახლეობა იყო ტაძარში, სადაც სწირავდა ანდრია ყურაშვილი, რომელმაც შეიფარა მოსახლეობა. სოფელში ცხოვრობდა ოჯახი ასევე გამრჩეული თავისი ქრისტიანული სათნოებებით, იური იგივე გიორგი ანვას ოჯახი, რომელთაც აღადგინეს ისტორიული წმინდა საფლავი იოანე ოქროპირისა, რომელიც სოფელ კომანში აღესრულა. ეს ოჯახი იყო ეროვნებით ქართველი, მაგრამ აფხაზური წარმოშობის და მას არ მიუტევებია სოფელი, რომელიც იყო ბრძოლის წინა ხაზზე. როდესაც შევიდნენ და სოფელში ყველა ჯარისკაცი გაანადგურეს, მიადგნენ ტაძარს და ჯერ გაიყვანეს იური, იგივე გიორგი ანვა, იგი წამებით მოკლეს შემდეგ, მამა ანდრია და ჰკითხეს, ვისია ეს მიწა? თუ ის იტყოდა, რომ ეს არის ქართველების, ეს იქნებოდა მათი გაბოროტების საფუძველი, თუ ის იტყოდა რომ ეს არის აფხაზების, ეს იქნებოდა მათი გამარჯვება, რომ შეაშინეს მღვდელმსახური. მამა ანდრიამ საოცარი სიბრძნე გამოიჩინა, როდესაც ადამიანი სიკვდილის წინ ინარჩუნებს სიმშვიდეს, ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანი არის დიდ სულიერ სიმაღლეზე. მან ბრძანა, ეს მიწა არის ღვთისა და ჩვენ ადამიანები ვართ სტუმრები ამ მიწაზე, ჩვენ მოვედით ამ მიწაზე, რომ მოვემზადოთ მარადიული, ნეტარი ცხოვრებისათვის, ამისთვის შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად. დიდი ვახტანგ გორგასალი ამბობდა, ეძიებდეთ ქრისტესათვის სიკვდილსა,"-  განაცხადა მეუფემ.

წაკითხვა 639 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 05 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.