"იგი თავს სასულიერო პირად ასაღებს" - საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას თვითმარქვია სასულიერო პირის შესახებ.
მათი ცნობით, აღნიშნული პირი თავს დეკანოზად ასაღებს და ამბობს, რომ საპატრიარქოს არქეოლოგიურ სამსახურში მუშაობს, თუმცა საპატრიარქოს არქეოლოგიური სამსახური საერთოდ არ აქვს.
"ჩვენთვის ცნობილი გახდა თაღლითობის მორიგი ფაქტი. ცოტა ხნის წინ გვაცნობეს.
ფოტოზე ასახულ პიროვნებასთან დაკავშირებული ზნეობრივი ხასიათის გადაცდომის შესახებ.
როგორც ირკვევა, იგი თავს სასულიერო პირად ასაღებს, საზოგადოებას დეკანოზ ალექსანდრე გოგოლაძედ (ზოგიერთს - ანდრია გოგოლაძედ) ეცნობა და არწმუნებს, რომ საქართველოს საპატრიარქოს არქეოლოგიურ სამსახურში მუშაობს.
სინამდვილეში, იგი არ არის სასულიერო პირი და არც არავითარი კავშირი აქვს საპატრიარქოსთან. მეტიც, საქართველოს საპატრიარქოში არქეოლოგიური სამსახური არ არსებობს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გვინდა, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ამ პიროვნების ნებისმიერი ქმედება არის თვითნებური, დამაბრკოლებელი და შეცდომაში შეჰყავს მორწმუნე საზოგადოების ნაწილი" - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდება კიდევ 16 პირს წაუყენეს
- “შიდა ტერორისტების მიმართ მხარდაჭერის მხილების შემდეგ, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგებოდა” - შალვა პაპუაშვილი
- “პრეზიდენტმა ტრამპმა აჩვენა, რომ შეუძლია კრიზისის მართვა ახლო აღმოსავლეთში, იმედი მაქვს, ჩვენც მსგავს წარმატებას მივაღწევთ უკრაინისთვის” - ზელენსკი
- “ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ ომში და ჩვენ ამას დავასრულებთ, ვფიქრობ, კარგი პროგრესი გვაქვს” - ტრამპი