რას ეუბნებოდა ილია მეორე მრევლს - საპატრიარქო 1997 წლის ქადაგებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში, საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის 1997 წლის ქადაგებას აქვეყნებს.

"წმინდაო მთავარანგელოზო მიქაელ, მეოხებითა შენითა ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსნენ ჩვენ, დიდო მთავარო ზეცისა ძალთაო!

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

 

 „დღეს განსაკუთრებით უნდა შევსთხოვოთ ზეციურ ძალებსა და წმინდა მთავარანგელოზ მიქაელს, რომ ღმერთმა მათი ლოცვით ხილული და უხილავი მტრებისაგან განათავისუფლოს და იხსნას არა მხოლოდ ყოველი ჩვენგანი, არამედ სრულიად საქართველო...

 

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი აქაური ყოფა გამოცდაა ყოველი ჩვენგანისა და ამ გამოცდის არა მხოლოდ ატანა, არამედ ჩაბარებაც გვევალება. ჩვენს გართულებულ ცხოვრებაში წამოჭრილმა პრობლემებმა არ უნდა შეგვაშინოს, რადგან უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს მდგომარეობა, რომელსაც გამოსავალი არ ჰქონდეს...

 

ამცხოვრებისეულ მძიმე განსაცდელთა დაძლევაში, სულიერ განწმენდასა და ფერისცვალებაში გვეხმარებიან ჩვენ სწორედ მთავარანგელოზი მიქაელი და ზეციურნი ძალნი.

 

როგორც უკვე მოგახსენეთ, ბოროტებასთან ბრძოლის განსაკუთრებული ძალა მთავარანგელოზ მიქაელს აქვს.

 

ალექსანდრიის ერთ-ერთი პატრიარქი გვირჩევს, რომ თუ გვსურს, ბოროტი ძალებისაგან დაცულნი ვიყოთ, ჩვენი სახლის ოთხივე კუთხეში უნდა მოვათავსოთ წარწერა – „წმიდაო მთავარანგელოზო მიქაელ, დამიცევ და დამიფარე მე, დაიცევ და დაიფარე ჩვენი ოჯახი“.

 

იმ არეულობის მიზეზი, რომელსაც ჩვენ დღეს საზოგადოებასა და ოჯახებში ვხედავთ, ბოროტი ძალების სიმძლავრეა... ამიტომაც გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე და აუცილებლად გვჭირდება შემწეობა ზეციური ძალებისა – მთავარანგელოზ მიქაელისა და ჩვენთა მფარველთა ანგელოზთა.

 

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ. წმინდა მთავარანგელოზი მიქაელი და ყოველნი ზეციურნი ძალნი გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს ხილულსა და უხილავ მტრებთან ბრძოლაში!- ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ტექსტში. 

წაკითხვა 488 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 19 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.