ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და ხევში გადავარდა.
ორგანიზაციის „პატარა ადამიანები საქართველოდან“ წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ როგორც იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს, ისე აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე მულტიდისციპლინურ ჯგუფის მუშაობაში. სწორედ სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა იყო აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების მხრიდან გაჟღერებული მოთხოვნა, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობდა ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP)ერთობლივი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაში.
მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, როზა ჯანაშიას ინფორმაციით, ორი ადამიანი, რომელიც ცოფით ინფიცირებულმა ძაღლმა დაკბინა, უარს აცხადებს მკურნალობაზე.
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
ძაღლი, რომელმაც მარტვილში, სხვადასხვა ადგილას 10-მდე ადამიანი დაკბინა, მოკვდა. ის მერიამ დაკვირვებისთვის ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანა და მისი სიკვდილის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.