June 13, 2025

თებერვალი 04 2023 წაკითხვა 994 ჯერ

ადამიანები იყოფიან ორ ნაწილად: ერთი ნაწილი გიჟდება მწვანე ბორშზე, ცოლო მეორეს საერთოდ არ გაუსინჯავს. დღეს ვიტამინებით სავსე ბორშს მოვამზადებთ.

ინგრედიენტები

4 ქათმის ბარკალი

500გ კარტოფილი

1 სტაფილო

2 ხახვი

60გ ახალგაზრდა ჭინჭარი

200გ მჟაუნა

2 კვერცხი

ოხრახუში

1 დაფნის ფოთოლი

შავი და დაფქული წიწაკა და მარილი

3 მარცვალი სურნელოვანი წიწაკა

1 სუფრის კოვზი ზეთი

ლიმონის წვენი

მომზადება:

1.ჭინჭარი უმჯობესია გაზაფხულის დასაწყისში მოამზადოთ. ამ დროს ის ყველაზე ახალგაზრდაა. მოასხით ცხელი წყალი, რათა აღარ ისუსხებოდეს.

 

2.ბარკალს მოაშორეთ კანი, მოათავსეთ ქვაბში და დადგით ცეცხლზე. ბულიონს დაუმატეთ 1 მთლიანი ხახვი. წყლის ადუღების შემდეგ მოაშორეთ ნადები და დაუწიეთ ცეცხლს. მოხარშეთ 20-30 წუთი.

3.სანამ იხარშება ხორცი, გახეხეთ სტაფილო, დაჭერით ხახვი კუბიკებად. გაასუფთავეთ და დაჭერით კარტოფილი.

 

4.ტაფაზე დაასხით ზეთი და მოშუშეთ ხახვი. დაუმატეთ სტაფილო, დააფარეთ თავსაფარი და გამორთეთ.

 

5.გარეცხეთ, დაჭერით მჟაუნდა და ჭინჭარი. ახალგაზრდა ჭინჭრის ძირებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგრამ თუ ის ძველია მხოლოდ ფოთლებით შემოიფარგლეთ.

 

6.ქვაბიდან გადმოიტანეთ შემწვარი ხორცი და ხახვი, მოათავსეთ კარტოფილი, მოთუშული მასა, დაფნა, მარილი და წიწაკა. განაცალკევეთ ხორცი და ძვალი. დაწეწეთ და დააბრუნეთ ქვაბში.

7.დაუმატეთ ჭინჭარი და მჟაუნა, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. შეგიძლიათ საყვარელი სანელებლებიც გამოიყენოთ. მოხარშეთ დაახლოებით 7 წუთი.

8.მოხარშეთ კვერცხი.

9.ბოლოს დაუმატეთ კამა და ოხრახუში. გამორთეთ ბორში და დაასვენეთ 20-30 წუთი.

10.მიირთვით კვერცხთან და არაჟანთან ერთად.

 

გემრიელად მიირთვით!

 

 

წყარო

თებერვალი 03 2023 წაკითხვა 426 ჯერ

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრავალფუნქციური ცენტრი გაიხსნა.

თებერვალი 03 2023 წაკითხვა 394 ჯერ

ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა.

თებერვალი 03 2023 წაკითხვა 731 ჯერ

89 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ჯემალ ღაღანიძე.

თებერვალი 02 2023 წაკითხვა 368 ჯერ

“ევროკავშირი მიგრანტების მიღების წესებს ამკაცრებს და დეპორტაციას ამარტივებს. ევროპაში მდგომარეობა საგრძნობლად გართულდა და ლტოლვილთა რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა.

თებერვალი 02 2023 წაკითხვა 390 ჯერ

ქუთაისს ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივის კანდიდატის სტატუსი გადაეცა. ქალაქის მერს იოსებ ხახალეიშვილის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა გადასცა.

გვერდი 141 სულ 695
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.