“გასაგები იყო, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო და მერჩივნა, ჩემით მოვსულიყავი – პატრულს ვაცნობე, რომ აქ ვარ და ალბათ შემასახლებენ ამ ან სხვა ციხეში” - ნიკა გვარამია
,,აქ ჩემით მოვედი. გასაგები იყო, რა გადაწყვეტილებას გამოიტანდა სასამართლო, მერჩივნა ჩემით მოვსულიყავი. პატრულს ვაცნობე, რომ აქ ვარ. ალბათ შემასახლებენ ამ ან სხვა ციხეში”, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მისაღებია და ოპოზიციის ერთიანობა მნიშვნელოვანია.
„აქ ჩემით მოვედი. გასაგები იყო რა გადაწყვეტილებას გამოიტანდა სასამართლო და ვიცი როგორ მოჰყავთ – ხოლმე, ხელბორკილებითა და პოლიციის მანქანით. მერჩივნა ჩემით მოვსულიყავი. პატრულს ვაცნობე, რომ აქ ვარ. ალბათ შემასახლებენ ამ ციხეში ან სხვაში. კანონით აქ მეკუთვნის, მაგრამ მაინც. რაც შეეხება იმას, რაც ხდება, ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის რუსეთის წინააღმდეგ, ამიტომ ყველანი ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად.
საერთაშორისო თანამეგობრობა ბუნებრივია, რომ ადეკვატურად მოახდენს რეაგირებას, თუმცა მთავარი გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მისაღებია. ველოდები, რომ ოლიგარქია დაემხობა და ჩვენ ისევ გავხდებით ქვეყანა, რომელიც მიდის ევროპისკენ და მივაღწევთ იქამდე აუცილებლად.
რაც შეეხება ოპოზიციის ერთიანობას, ის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ გადამწყვეტი მომენტია ჩვენი სამშობლოსთვის”,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, მოსამართლემ, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა. მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოეწურა.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
