ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული ქუთაისელი მოსწავლეები დააჯილდოვეს. საქართველოს ჩემპიონატი ბათუმში ჩატარდა , 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში.
1891 წლის 15 მაისს, კონსტანტინე გამსახურდია დაიბადა. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა ქართული ენისადმი მიძღვნილ დიდი მწერლის სიტყვას და ფოტოებს ავრცელებს.
16 მაისს, "დინამო არენაზე" გაიმართება "ლეგენდების სერიის მეორე მატჩი", რომელშიც ერთმანეთს საქართველოს ნაკრებისა და "ბარსელონას" ვეტერანი ფეხბურთელები შეხვდებიან. თამაში 19 საათზე დაიწყება. მატჩის წინა დღეს კი კახა კალაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ წევრთან, შოთა არველაძესთან, საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ყოფილ ფეხბურთელ ხავიერ სავიოლასთან და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ იარი ლიტმანენთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.
მდინარე მტკვარში მაშველებმა, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ავტომობილს და მასში მყოფი 2 პირის ცხედარს მიაგნეს.
ქუთაისის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა. მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, 2011-2012 წლებში დაბადებული 190 სპორტსმენი მონაწილეობს.
უფალმა თავისი მადლითა და კაცთმოყვარეობით შეგვინახა, გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა. თუ გვინდა, რომ ამიერიდანაც, მომავალშიც გადავრჩეთ ამ მიწიურ ცხოვრებაშიც, როგორც ერი, და მარადიულ ცხოვრებაშიც გავხდეთ იმ დიდი საღვთო სიყვარულის თანაზიარნი, რომელიც ასე უხვად გამოავლინა უფალმა იესო ქრისტემ, უნდა ვეცადოთ, ამ გზით ვიაროთ, დავიცვათ და გავაძლიეროთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საუნჯე - მართლმადიდებელი სარწმუნოება და ღვთისმშობლისადმი წილხვდომილი ჩვენი სამშობლო , - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი)წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.